ავტორი:

ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს

ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალი დააკავეს. როგორც BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა წერს, პოლიციელებმა ნავალნი საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი მოსკოვში ცოტა ხნის წინ დაფრინდა. მისი თვითფრინავი, მოსკოვში, შერემეტიევოს აერპორტში დაჯდა. მანამდე მას მხარდამჭერები მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტში ელოდებოდნენ. თუმცა, მედიის ცნობით, თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა გეზი შეიცვალა. ვნუკოვოს აეროპორტი თვითმფრინავების დაფრენისთვის დაიხურა.

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, პოლიცია იყო მობილიზებული. რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნავალნის მთავარი მოკავშირე ლიუბოვ სობოლი არიან დაკავებული.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ეს მისი პირველი ვიზიტია სამშობლოში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ნერვული აგენტით მოწამლეს. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.

"წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. ის მუშაობს" - ისრაელში, ვაქცინაციის შედეგად, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში კოვიდით ინფიცირების შემთხვევები განახევრდა

ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით, ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს

აშშ-ის პერსონალური სანქციები პუტინს? - სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციებს ითვალისწინებს