ავტორი:

"უამრავი თანამშრომელი იყო ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად" - თინათინ ბერძენიშვილი გიორგი გაბუნიას პასუხობს

"უამრავი თანამშრომელი იყო ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად" - თინათინ ბერძენიშვილი გიორგი გაბუნიას პასუხობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგს პასუხობს. გაბუნიას თქმით, მისი დედის, ლეგენდარული ტელეწამყვანის, ჯულიეტა ვაშაყმაძის სამძიმარსა და დაკრძალვაზე პირველი არხის სახელით ერთი პატარა თაიგულიც კი არ იყო.

ბერძენიშვილი წერს, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძე ლეგენდა იყო და პირველმა არხმა მას გარდაცვალების დღიდან არაერთი რეპორტაჟი მიუძღვნა:

"ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი თუ ახლანდელიც ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად.

პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა. თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა", - წერს თინათინ ბერძენიშვილი

აღნიშნული ტექსტი ბერძენიშვილმა კომენტარებში დაწერა და დამადასტურებელ სქრინს "მთავარი არხი" ავრცელებს.