ავტორი:

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, აქვს თუ არა მის შვილს კორონავირუსის შემდგომი სინდრომი - იაშვილის კლინიკის დირექტორი MIS-C-ის შესახებ

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, აქვს თუ არა მის შვილს კორონავირუსის შემდგომი სინდრომი - იაშვილის კლინიკის დირექტორი MIS-C-ის შესახებ

ბოლო პერიოდში ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ახალმა სინდრომმა იჩინა თავი. მას მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ჰქვია და როგორც ექიმები ამბობენ, საკმაოდ ყურადსაღებია.

როდის გამოჩნდა საქართველოში, რას გულისხმობს ეს სინდრომი და რამდენად საშიშია ბავშვებისთვის, Mshoblebi.ge-ს ამ თემაზე ივანე ჩხაიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ესაუბრება:

- მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში (Multisystem Inflammatory Syndrome in Children - MIS-C) იშვიათი სისტემური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს გახანგრძლივებული ცხელებით და მძიმე ანთებითი პროცესით, რაც მოჰყვება ახალი კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით, ინფიცირებას. პირველი პუბლიკაცია ამ სინდრომის შესახებ 2020 წლის მაისის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა, რომელშიც აღწერილი იყო რვა მძიმედ დაავადებული პედიატრიული პაციენტი, რომლებსაც აღენიშნებოდათ შოკი მულტიორგანული მონაწილეობით...

საქართველოში ეს დაავადება პირველად 2020 წლის 2 ნოემბერს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულ ბავშვში დიაგნოსტირდა. საინტერესოა, რომ ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში, ჩვენთანაც MIS-C-ის შემთხვევების მატება იანვრის პირველი კვირიდან დაიწყო, რაც ემთხვევა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მატებას ერთ თვით ადრე, დეკემბრის პირველ ნახევარში.

დაავადების კლინიკური მიმდინარეობა, მისი ბუნებიდან გამომდინარე (მულტისისტემური დაზიანება), მძიმეა და ასეთი ბავშვები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ასევე აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაცია სასურველია მოხდეს მულტიპროფილურ პედიატრიულ კლინიკაში, ვინაიდან ასეთი პაციენტები აუცილებლად საჭიროებენ მულტიდისციპლინარულ მართვას: კარდიოლოგი, ინფექციონისტი, რევმატოლოგი, ნეფროლოგი, პულმონოლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, დერმატოლოგი, ნევროლოგი, რეანიმატოლოგი.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ შესაძლოა MIS-C სინდრომთან ჰქონდეს საქმე?

- ამ დაავადებისთვის ძირითადად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა (38 და მეტი, 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში, უხშირესად 3-6 დღე) და რამდენიმე ორგანოს დაზიანების მიმანიშნებელი სიმპტომების არსებობა, მაგალითად ხველა, კანზე გამონაყარი, დიარეა, ხელების და ფეხების შეშუპება და სხვა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.ამ სინდრომს ახასიათებს მუდმივი ცხელება 38,0 და მეტი (საშუალო ხანგრძლივობა 4-6 დღე); კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა; ზოგ ბავშვებში აპენდიციტის კლინიკის მსგავსი); კანზე გამონაყარი; კონიუნქტივიტი; ლორწოვანი გარსის დაზიანება; თავის ტკივილი, ცნობიერების შეცვლა; რესპირაციული სიმპტომები; ხელების/ფეხების შეშუპება და სხვა წაიკითხეთ ვრცლად

საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება - რა განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ?

"არ გრცხვენიათ... მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება უკვე, დავბერდი" - მეუფე ნიკოლოზი

"ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ის რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს" - მეუფე დიმიტრი