ავტორი:

ნინი ქარსელაძე ქართველ მილიონერზეა შეყვარებული - ვინ არის მომღერლის რჩეული (ფოტოები)

ნინი ქარსელაძე ქართველ მილიონერზეა შეყვარებული - ვინ არის მომღერლის რჩეული (ფოტოები)

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა ფოტოებში მის რჩეულს სახე არასდროს უჩანს.

ნინის მიერ გაზიარებული "ინსტაგრამსთორებიდან" ირკვევა, რომ მის შეყვარებულს, თაზო ჯახუტაშვილს დაბადების დღე ჰქონდა და 38 წლის გახდა. თაზო ნინიზე 8 წლით უფროსია.

"გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა 2020 წელს შენს გამო", - დაწერა ნინიმ.

იმავე დღეს ზურა ხაჩიძემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნინიმ შეყვარებულს ტორტი მიუტანა და დაბადების დღისთვის სურვილიც ჩააფიქრებინა. ზურამ ვიდეოზე თაზოს სახელი და გვარი დაწერა და ნინის საიდუმლოც გაითქვა.

როგორც "გუგლში" იძებნება თაზო ჯახუტაშვილი ერთ-ერთი მილიონერია იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც "პანამის დოკუმენტებში" წერია. დოკუმენტის მიხედვით, ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI-ის წილის მფლობელია. ნახეთ სრულად