ავტორი:

"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა

"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად, განსხვავებით კორონავირუსისგან მიმდინარეობს მსუბუქად, არ ხასიათდება გართულებებით, არ ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით, მაგრამ ეს სინდრომი ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, იაშვილის კლინიკაში ბოლო ორი დღის განმავლობაში აღნიშნული სინდრომით 7 ბავშვი მოთავსდა, საიდანაც 2 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ამასთან, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ სინდრომის მართვის პროტოკოლი, სხვადასხვა კლინიკის მიერ, უკვე შემუშავებულია და ჯანდაცვის სამინისტროს დღეს წარედგინება.

„მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ითვლება კორონავირუსის გართულებად - ეს გართულება შეიძლება გამოვლინდეს დაავადების მიმდინარეობის მწვავე პერიოდში, მაგრამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. პირველად ამ სინდრომის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა მაისის თვეში, როდესაც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 8 ბავშვთან კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მძიმე დაავადება, როდესაც დაავადების პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ორგანო და სისტემა და მოგვიანებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ სინდრომს უწოდა ის სახელი, რომლითაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, ეს არის - მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

სინდრომის განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის, თუმცა ითვლება, რომ ეს არ არის ვირუსით გამოწვეული, განპირობებული და ითვლება, რომ ეს არის გამოწვეული ვირუსის ზემოქმედების შედეგად იმუნური სისტემის პასუხით, რომელიც ვლინდება კორონავირუსის გადატანიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ეს სინდრომი განსხვავებით კორონავირუსისგან მიმდინარეობს მსუბუქად, არ ხასიათდება გართულებებით, არ ხასიათდება ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით, განსხვავებით კორონავირუსისგან ეს სინდრომი ყოველთვის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამ ბავშვების მართვა უნდა მოხდეს სტაციონარში და არა მხოლოდ სტაციონარში, არამედ მულტიპროფილურ სტაციონარში ვინაიდან ამ ბავშვების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არამხოლოდ პედიატრი, არამედ ნევროლოგი იმიტომ, რომ აზიანებს ნერვულ სისტემასაც, ნეფროლოგი იმიტომ, რომ შესაძლოა, საშარდე სისტემა დაუზიანდეს, ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი და ა.შ. ანუ ეს არის მულტისისტემური, რაც ავტომატურად გულისხმობს ამ ბავშვების მართვის ერთადერთ შესაძლებელ ადგილად მრავალპროფილურ პედიატრიულ სტაციონარს.

ამ სინდრომის პირველი შემთხვევა საქართველოში იაშვილის კლინიკაში დაფიქსირდა ეს იყო 2 ნოემბერი. ამ სინდრომის განვითარება და სიხშირე ქვეყანაში უკავშირდება კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელს. ჩვენთან კორონავირუსის მაჩვენებლის პიკი სწორედ ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში იყო, შესაბამისად აი ამ პიკის გამო იანვრის პირველი და ბოლო კვირები იქნება სწორედ ამ სინდრომით ჰოსპიტალიზებული და გამოვლენილი ბავშვების რაოდენობა, ანუ კორონავირუსის პიკს ქვეყანაში ერთი თვის შემდეგ მოჰყვება ამ სინდრომის მატების პიკი.

ამჟამად იაშვილის კლინიკაში მკურნალობს 12 პაციენტი, მათგან 7 არის მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში შემოსული.

კორონავირუსის ვაქცინების შესწავლა პედიატრიულ პაციენტებზე არ მომხდარა და არც იგეგმება უახლოეს პერიოდში, ასე რომ ბავშვებში ვაქცინის გამოყენების საკითხი, გრიპის ვაქცინისგან განსხვავებით, არ დგას.

ამ ვირუსის მართვის პროტოკოლი შემუშავებულია და დაახლოებით ერთ საათში იქნება წარდგენილი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში.

ამ პროტოკოლის შექმნაში მონაწილეობდა რამდენიმე კლინიკა, კონკრეტულად ის კლინიკები, რომლებიც მართავენ პოსტკორონავირუსულ გართულებას. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა და არ არის ეს პედიატრიული საავადმყოფოებისთვის, ეს მხოლოდ მულტიპროფილური პედიატრიული საავადმყოფოების სამართავია, ვინაიდან სინდრომი კომპლექსურია და აუცილებელია სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობა.

გუშინ შემოსული 7 პაციენტიდან 2 მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია და საშუალო ასაკია 6-დან 11-წლამდე, ჩვენთან ყველაზე უფროსი პაციენტი 14 წლის არის, ყველაზე მცირე ასაკის 1 წლის. ლეტალური შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის ასეთი ჩანაწერი, რომ ყველა გარდაცვალების შემთხვევა კორონავირუსით უნდა იყოს განხილული, როგორც მულტიორგანული ანთებითი სინდრომის შედეგი”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს

"ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მომხდარი ინციდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი" -  "ღამის კურიერის" განცხადება

A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას გაივლიან