ავტორი:

"მოვტრიალდი და პარტერში არც ერთი ადამიანი არ იჯდა... სამთავრობო დელეგაცია გაქრა" - ბესო ზანგური იხსენებს, როგორ შეუვარდნენ სახლში იარაღის მუქარით, პრეზიდენტის როლის გამო

"მოვტრიალდი და პარტერში არც ერთი ადამიანი არ იჯდა... სამთავრობო დელეგაცია გაქრა" - ბესო ზანგური იხსენებს, როგორ შეუვარდნენ სახლში იარაღის მუქარით, პრეზიდენტის როლის გამო

რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იყო შევიწროვებული "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს. მისი თქმით, ეს დაიწყო მაშინ, როცა რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის სცენაზე სპექტაკლი "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი" დადგა.

"ეს იყო პერიოდი, როცა რობერტ სტურუამ დაიწყო სპექტაკლ "პრეზიდენტის" დადგმა და პრეზიდენტის როლი მე მომცა. ლაშა ბუღაძე წერდა პიესას და ერთ-ერთ რეპეტიციაზე ბუღაძემ აღარ გააგრძელა წერა, რადგან უყურებდა რაც იდგმებოდა სცენაზე. რეალურად, რაც 2005 წელს დაიდგა, ქვეყანაში შემდეგ განვითარდა. 2005 წელს დაიდგა სცენაზე ციხის კადრები, ცხინვალის ომი, რომელიც მოხდა 2008 წელს... ჟვანია ცოცხალი იყო, როცა გაზით მოწამვლა დაიდგა სცენაზე 2005 წელს. მახსოვს, ბატონ რობერტს კაციც კი გამოუგზავნა და უთხრეს, რას გვერჩით, რატომ დაგვხოცეთ ესეო...

მახსოვს ამ სპექტაკლის ჩვენება, სადაც მოწვეული იყო მთელი პარლამენტი, მთავრობა. თამაშის დროს რაღაც სიცარიელე ვიგრძენი, არადა, როგორც მსახიობი სავსე ვარ, მიდის სცენა - უნდა ვაწამოთ ჩემი კბილის ექიმი, რომლის როლსაც ლევან ხურცია ასრულებს. ესეთი სცენაა, ხელს ურტყამს უკანალზე: "ციხეში გეტყვიან, ციხეში" - და მიჰყავთ გასაუპატიურებლად, საწამებლად. სულ ტაში იყო ამ დროს როცა ხალხი ესწრებოდა... მოვტრიალდი და პარტერში აბსოლუტურად არც ერთი ადამიანი არ იჯდა, მხოლოდ კაპელდინერები იდგნენ შეშინებულები... მაყურებელი გაქრა. სამთავრობო ჩვენება იყო და ესწრებოდა მაშინდელი მთავრობა, პარლამენტი, ყველა პრეზიდენტის გარდა. ასევე ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, დედა... სიტყვას არ ვამატებ, ერთი კაციც აღარ დარჩა პარტერში ამ სცენის მერე, სამთავრობო დელეგაცია გაქრა...

მაშინ კულტურის მინისტრი ჯერ კიდევ გოკა გაბაშვილი იყო, მალევე მოვიდა ნიკა რურუა, რომელიც ძალიან ფრთხილად უდგებოდა ყველაფერს. როგორც იმ ხელისუფლების კულტურის მინისტრს, მინდა დიდი პლიუსი დავუწერო, რადგან ყოველთვის ძალიან ფრთხილი იყო, თუნდაც მაშინ, როცა ბატონ რობერტს სთხოვა, ეს სპექტაკლი მოეხსნათ რეპერტუარიდან.

დაგვიბარა ბატონმა რობერტმა და მითხრა: მე მივდივარ იმაზე, რომ არ მოვხსნა სპექტაკლი, რას იტყვი შენ? მე ვუპასუხე: კი, ვითამაშოთ. ამის შემდეგ მოვიდა ბრძანება რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ.

2008 წლის ომის შემდეგ, ამ სპექტაკლზე ფურორი ხდებოდა, მოდიოდა და მოდიოდა ხალხი, იმიტომ რომ ფაქტობრივად, სპექტაკლში იწინასწარმეტყველა ცხინვალის დაკარგვა, ბიჭების დახვრეტა, ციხის კადრები... ამიტომაც აიკრძალა.

იმ პერიოდში მე პირადად ვიგრძენი პოლიტიკური შევიწროვება. ზარები იყო, ძალიან ცუდი რაღაცეები ხდებოდა და ერთ დღესაც იარაღის მუქარით შემომივარდნენ სახლში, პირდაპირ მოსაკლავად შემოვიდნენ იმ დროს..." - გაიხსენა ბესო ზანგურმა "სიცრუის დეტექტორში".

"რატომ, დემი... ნუთუ ეს შენ ხარ? პლასტიკური ქირურგია ღუპავს ადამიანებს" - სრულიად გარდასახული დემი მური Fendi-ს ჩვენებაზე ფანებმა ვერ იცნეს

"ვიღაცები" თურმე სერიოზულად ჩალიჩობენ და ტელევიზიებში მბლოკავენ" - რა განმარტებას აკეთებს ეკა ჩხეიძე სკანდალურ სტატუსზე?

რა სიურპრიზი დაახვედრა სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულ ქეთა თოფურიას ქმარმა - შთამბეჭდავი კადრები