ავტორი:

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაცია - პირდაპირი ეთერი ვაშინგტონიდან

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაცია - პირდაპირი ეთერი ვაშინგტონიდან

აშშ-ში 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია იმართება. წლევანდელი ინაუგურაციის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაკლებად მასშტაბურია და მას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები ესწრებიან.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა ის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელიც მემკვიდრის ფიცის დადების ცერემონიალს არ ესწრება. სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიზეზით უფლებამონაცვლეების ინაუგურაციას არ დაესწრნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები: ჯონ ადამსი, ჯონ ქვინსი ადამსი და ენდრიუ ჯონსონი.

6 იანვარს მომხდარი არეულობის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის გამო, ინაუგურაციის დროს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული და თავდაცვის დეპარტამენტი დედაქალაქში ეროვნული გვარდიის 25 000-მდე ჯარისკაცია განთავსებული.

"წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. ის მუშაობს" - ისრაელში, ვაქცინაციის შედეგად, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში კოვიდით ინფიცირების შემთხვევები განახევრდა

ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით, ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს

აშშ-ის პერსონალური სანქციები პუტინს? - სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციებს ითვალისწინებს