ავტორი:

"პანიკა საჭირო არ არის, ვაქცინას ყველა მიიღებთ" - ჯანმო

"პანიკა საჭირო არ არის, ვაქცინას ყველა მიიღებთ" - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილის მარიანგელა სიმაოს განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას "ყველა მიიღებთ, ვისაც ამის სურვილი აქვს".

მისი თქმით, ორგანიზაცია ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ქვეყანამ მიიღოს.

"ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქვეყანას, ყველა ადამიანს ჰქონდეს ამ ვაქცინებზე წვდომის შესაძლებლობა. პანიკა საჭირო არ არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა მიიღებთ, ვისაც ამის სურვილი გაქვთ", - განაცხადა მარიანგელა სიმაომ.

მისივე თქმით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 50-მდე ქვეყანამ დაიწყო და აქედან 40 მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოა.

"ველოდებით, რომ ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანა მიიღებს,“- აღნიშნა ჯანმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ.

"დაბომბილია "ჰამასის“ სადაზვერვო ცენტრი დაბომბა, სადაც ათობით საიდუმლო აგენტი იმყოფებოდა" - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდო

"არაფერი ამართლებს ებრაელების მიერ არაბების ლინჩის წესით გასამართლებას და არც არაბების მიერ ებრაელების ლინჩის წესით გასამართლებას" - ნეთანიაჰუ