ავტორი:

"ჩვენ დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც... მზად ვართ საჯაროდ შევხვდეთ "ქართულ ოცნებას" - ალეკო ელისაშვილი

"ჩვენ დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც... მზად ვართ საჯაროდ შევხვდეთ "ქართულ ოცნებას" - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიმართავს "ქართულ ოცნებას" და მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო შეხვედრა გაიმართოს. ამასთან, ის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებასაც ეხმაურება და წერს, რომ მათი პარტიის ოპოზიციიდან გარიყვის საკითხი ღიმილისმომგვრელია:

"ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის "მოქალაქეების" სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ.

ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებული, სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო „ქართულ ოცნებას" - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 36 კაცი შეიყვანა პარლამენტში, რომელიც 36 კი არა ერთია - ყველაში მიშა სუფევს" - იაგო ხვიჩია

"360 გრადუსი" - სტუმრები: გიორგი ბარამიძე; მიხეილ სარჯველაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"