ავტორი:

შეხვედრა პარალმენტში - რას გადაწყვეტენ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი?

შეხვედრა პარალმენტში - რას გადაწყვეტენ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი?

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ისინი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს უნდა შეხვდნენ.

შეგახსენებთ, ელისაშვილმა გუშინ "ქართულ ოცნებას" შეხვედრა შესთავაზა. მისი თქმით, სწორედ მას შემდეგ მიიღებს პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილებას, რაც მმართველი გუნდისგან მოისმენს, აპირებს თუ არა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე დათანხმებას.

ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი" -განაცხადა პარტია "მოქალაქეების“ ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.

როგორც მან აღნიშნა, მათი პრიოროტეტები ყველასთვის უკვე ცნობილია.

"ჩვენ ვაპირებთ ინდივიდუალურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, დღეს გვინდა მოვისმინოთ მათი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელზეც თავის დროზე გამოთქვეს მზაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები არის გაჭედილი, პროცესი არ მიდის წინ, ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება, ჩვენი გზები გაიყო. პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით რაზე მოვილაპარაკებთ, ან ვერ მოვილაპარაკებთ. პოლიტპატიმრების საკითხი იქნება დაყენებული, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი,"- განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ოპიზიციამ მათ "კოლექტიური სასამართლო" მოუწყო.

"ოპოზიციურ ერთობას რომ გავეთიშეთ ამას რაც შეეხება, გუშინ თქვენ თვითონ ნახეთ კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელე, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა ამას წყვეტს ამომრჩეველი. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, ისინი სხვანაირად უყურებენ, მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს,"- განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, გუშინ ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არა დახურულ კარს მიღმა, არამედ მედიის თანდასწრებით შეხვდებოდა, რადგან ხალხისგან დასამალი არაფერი აქვს. გადაცემაში ელისაშვილმა კიდევ ერთხელ დაასახელა ის წინადადებებიც, რომელზე თანხმობასაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ითხოვს. ამასთან, მისი თქმით, კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში უნდა შედგეს შეთანხმების დოკუმენტიც, რომელსაც ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ ადგილზე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებიც იქნებიან.

"არ მითქვამს, თითქოს მძლეთამძლე ვარ..." - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი ილიჩოვასა და მელაშვილის გათავისუფლებაზე

"ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გამოიყენეს და გადააგდეს, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს" - გია ხუხაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი