ავტორი:

გიორგი არველაძე 26 წლის უკრაინელ გოგონაზეა შეყვარებული - როგორია ექსმაღალჩინოსნის ცხოვრება დუბაიში (ფოტოები)

გიორგი არველაძე 26 წლის უკრაინელ გოგონაზეა შეყვარებული - როგორია ექსმაღალჩინოსნის ცხოვრება დუბაიში (ფოტოები)

გიორგი არველაძე შეყვარებულია. მისი რჩეული ანასტასია ზუბენკო გახლავთ. ალინა არველაძესთან დაშორების შემდეგ, როგორც ჩანს, პოლიტიკოსმა ამჯერადაც უკრაინელზე გააკეთა არჩევანი.

ანასტასია 26 წლის არის და წყვილი დუბაიში ცხოვრობს. სწორედ იქიდან აქვეყნებენ ფოტოებს ბოლო ორი თვეა.

ანასტასია პროფესიით ჟურნალისტია, 2018 წელს ზაპოროჟიეს ნაციონალური უნივერსიტეტი დაამთავრა. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა სილამაზის სალონში ადმინისტრატორად და გაყიდვების კონსულტანტად.

"ჩემი რწმენა და სიმართლე! ჩემი უსაყვარლესი ადამიანი მსოფლიოში! ჩემი სიამაყე, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ. მსოფლიოში საუკეთესო ადამიანი! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენი ვარ..." - წერს ანასტასია გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოზე.

"ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანი ხელისუფლების შეცვლამდე წლები ტელეკომანია "იმედის" გენერალური დირექტორი გახლდათ. იქ მუშაობდა მისი მეორე მეუღლეც, უკრაინელი ალინა არველაძე.

ალინა ქართულ ბომონდს ძალიან მალე დაუმეგობრდა და ქართული ენაც მალე შეისწავლა. ალინა "იმედში" გასართობ გადაცემებზეც მუშაობდა, ის "თბილისი ლაივის" პროდუსერი გახლდათ.

ალინას და გიორგის ორი საერთო შვილი გაუჩნდათ, თუმცა ხელისუფლების შეცვლიდან მალე, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. თუმცა ალინა სამშობლოში საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულა. მისი უახლოესი მეგობრები არიან სოფო ნიჟარაძე, თიკო სადუნიშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ლელა კილაძე.

რამდენიმე თვის წინ ალინამ ლელასა და გუკას საერთო შვილი თრინითი მონათლა. ბოლო ინფორმაციით, მას საკუთარი ბიზნესი აქვს, კერძოდ გახსნა ძვირფასი და ძვირადღირებული აქსესუარების მაღაზია, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

გიორგი არველაძეს ორი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს. წლების წინ შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მისი მეუღლე ელენე ლაგუნოვა იყო.