ავტორი:

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. როგორც უგულავა "ფეისბუქში" წერს, დღეს, საზღვარზე გააჩერეს და განუცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა, არადა, სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.

"შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი "ოპრიჩნიკი პოლიცია“, - წერს გიგი უგულავა და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს.

„ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ“, - აცხადებს გიგი უგულავა.

"ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა" - მამუკა მდინარაძე

NDI: გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% - ცუდად - როგორ არის შეფასებული პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის მუშაობა?

"ქართულ ოცნება" - 31%, "ნაციონალური მოძრაობა" - 5% - როგორია დანარჩენი პარტიების რეიტინგი NDI-ის ახალი კვლევით?