ავტორი:

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი შერიგდნენ - რომანტიკული არდადეგები "პარაგრაფში" (ფოტო)

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი შერიგდნენ - რომანტიკული არდადეგები "პარაგრაფში" (ფოტო)

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და დეპუტატი დავით კაჭარავა შერიგდნენ და ზამთრის დღეებს შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებულ სასტუმრო "პარაგრაფში" ატარებენ. კაჭარავა-ხატიაშვილის წყვილი დენდროლოგიურ პარკსაც სტუმრობდა.

წყვილის სიყვარულის ისტორია საზოგადოებისთვის ცნობილი ორი წლის წინ გახდა. დავით კაჭარავა მაშინ მორაგბე გახლდათ და როგორც ქეთი ინტერვიუში ყვებოდა, ერთმანეთი გადაღებებზე გაიცნეს, თუმცა ეს არ ყოფილა ერთი ნახვით შეყვარება და ერთი წელი მაინც დასჭირდათ დაახლოებისთვის.

კაჭარავას მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა რაც სპორტი დატოვა და 2020 წლის ზაფხულში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვდა. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ წყვილი რამდენიმე თვის დაშორებული იყო.

ქეთიმ მაშინ AMBEBI.GE-სთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. როგორც ჩანს, სპორტიდან პოლიტიკაში გადანაცვლებისა და დეპუტატის სავარძელის მორგების შემდეგ კაჭარავამ საყვარელი ქალის გული კიდევ ერთხელ მოიგო და წყვილი შერიგდა.

დავით კაჭარავამ 2007 წელს ანკა დუნდუაზე იქორწინა, თუმცა რამდენიმე წელიწადში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. პოლიტიკოსს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს. დაოჯახებული იყო ქეთი ხატიაშვილიც და მეუღლეს პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვების შემდეგ დაშორდა. ზრდის უფროს ქალიშვილს.

სკანდალური ქადაგების შემდეგ დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს - "ქადაგებამ, რომელიც იყო არაკორექტული, დიდი შეშფოთება გამოიწვია..."

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა