ავტორი:

"ჯაჭვით არიან გადაბმულები, არ უშვებენ მანქანებს ავტოსადგომიდან... კალაძე ფეხით წავა სახლში" - აქცია თბილისის მერიასთან

"ჯაჭვით არიან გადაბმულები, არ უშვებენ მანქანებს ავტოსადგომიდან... კალაძე ფეხით წავა სახლში" - აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერიასთან "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დედაქალაქის მერიასთან ჯაჭვებით არიან გადაბმულები.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს სახლში წასვლა ფეხით მოუწევს, ვინაიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილების საშუალება არ ექნება.

"ჯაჭვით არიან გადაბმულები და არ უშვებენ მანქანებს ავტოსადგომიდან. კახა კალაძე ფეხით წავა სახლში", - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე აქცია დაანონსდა. შეგახსენებთ, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა 1-ელი თებერვლიდან აღდგება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი სკოლები და ტრანსპორტი მუშაობას 1-ელი მარტიდან დაიწყებს. ასევე, 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

"ყველაზე მეტად მიყვარს... ბავშვებზე მეტად ქრისტინა მიყვარს" - მამა სერაფიმე ოჯახსა და ეკლესიურ ცხოვრებაზე

დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი - დღეიდან რეგულაცია იცვლება