ავტორი:

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს: აღსანიშნავია, რომ გირში საჭიდაო სკოლას სწორედ ნუგზარ სხირელმა ჩაუყარა საფუძველი.

ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო 21 წლის განმავლობაში. ნუგზარ სხილების აღზრდილები არიან ისეთი წარმატებული მოჭიდავეები, როგორები არიან ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი.

"ქართულმა სპორტმა მძიმე დანაკლისი განიცადა.გარდაიცვალა უძლიერესი მწვრთნელი და დიდებული ადამიანი – ნუგზარ სხირელი.ბატონი ნუგზარი, მსოფლიოს დონის სპეციალისტი, მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელი გახლდათ. ის იყო, გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის საფუძვლის ჩამყრელი. კერის, რომლის აღზრდილებსაც დიდი ხანია სახელი და დიდება მოაქვთ ჩვენი ქვეყნისათვის და რომლითაც დიდი ხანია ამაყობს საქართველო.

ნუგზარ სხირელის აღზრდილები არიან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ნამდვილი ტრიუმფატორები, უდიდესი სპორტსმენები თუნდაც მხოლოდ ლადო ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის ხსენება კმარა ამის დასტურად. მისი ტიტულოვანი შეგირდების სია კი ძალიან გრძელია...გარდა ამისა, ნუგზარ სხირელი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ 21 წლის განმავლობაში და შესაბამისად, არა მხოლოდ გორელ ფალავნებზეა მისი ამაგი გაღებული.

ბატონი ნუგზარი აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული სპორტისათვის. მისი გარდაცვალებით ფაქტობრივად ერთი დიდი ეპოქა დამთავრდა საჭიდაო სამყაროში. ეპოქა, რომლის მთავარი შემოქმედი ეს დიდი ადამიანი იყო.გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო სამძიმარს უცხადებს ბატონი ნუგზარის ოჯახს...ის ყველა ჩვენთაგანისთვის დაუვიწყარი იქნება", - ნათქვამია "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"დღისით შენდებოდა ყველაფერი, ღამე ერთმანეთს ესროდნენ" - კონფლიქტი და ადამიანები ტკივილიანი ისტორიებით (kvirispalitra.ge-ის სპეცპროექტი)

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის სემეკი „მედია კლუბის“ ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს

გამოკითხული მოსახლეობის 41% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს - NDI-ის კვლევა