ავტორი:

სამოქალაქო აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გადაინაცვლეს და დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ

სამოქალაქო აქტივისტებმა შსს-ს შენობასთან გადაინაცვლეს და დეპუტატისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დაუმორჩილებლობის აქციას მართავენ, ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქტივისტები დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტზე ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ და შერჩევით სამართალზე საუბრობენ.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა ფარულავამ განაცხადა, უნდა დაიწყოს ბრძოლა სამართლის უზენაესობისთვის.

"დევნის საფუძველზე ირაკლი ფანგანის დაჭერა ნიშნავს ერთადერთ რამეს,თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული ოპოზიციურად განწყობილი ადამიანისთვის, რომ ხელისუფლებამ ყველას, ვინც შეაწუხებს მათ მაღალჩინოსნებს, მოღალატეებს, ვინც პოლიტიკოსებად იწოდებიან, ვინც გავა საპროტესტო აქციაზე, ნებისმიერი ჩვენგანის წინააღმდეგ დევნის საფუძველზე შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. „ქართული ოცნება“ კანონის უზენაესობის სახელით ცდილობს ქვეყანაში დაასამაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და დაამკვიდროს დიქტატურა. კანონის უზენასობის დრო დასრულდა, ახლა უნდა დავიწყოთ ბრძოლა სამართლის უზენაესობისთვის", - განაცხადა ფარულავამ.

აქტივისტები ასევე აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან მონობას და არაკონსტიტუციურ შეზღუდვებს, რომელიც დღეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და მოქალაქეებს შიმშილისთვის წირავენ.

"ვირუსი ივანიშვილი დღეს ძალაუფლებას ინარჩუნებს მხოლოდ ვირუსი კორონას მეშვეობით", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქტივისტების თქმით, შსს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდებიან, სადაც 58 დღეა უკვე კარვები აქვთ გაშლილი.

შეგახსენებთ, აქტივისტებმა საღამოს 9:00 საათზე დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტთან დაიწყეს, საიდანაც „ქართული ოცნების“ ოფისისკენ, შემდეგ კი შსს-მდე გამართეს მსვლელობა. ისინი პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკანონოს უწოდებენ და დაუმორჩილებლობას აცხადებენ.

"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი