ავტორი:

"ზოგს რევოლუცია სურს, ზოგს არეულობა... მე დავამთავრე მაგათთან საუბარი" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასა და საკუთარ გეგმებზე

"ზოგს რევოლუცია სურს, ზოგს არეულობა... მე დავამთავრე მაგათთან საუბარი" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასა და საკუთარ გეგმებზე

"პოლიტპატიმრების გათავისუფლებით ჩვენ ხელ-ფეხი გაგვეხსნება იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ, ხელი მოვაწეროთ და პარლამენტში შევიდეთ. თუ მათ არ გაათავისუფლებენ, ჩვენ არანაირი უფლება არ გვექნება, რომ პარლამენტში შევიდეთ", - ეს განცხადება პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებასთან შეხვედრა პროგრესი იყო მისთვის მნიშვნელოვან ორ საკითხზე: საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, თუმცა პოლიტპატიმრების საკითხი პრინციპულია. როგორია ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის გეგმა, შევლენ თუ არა პარლამენტში და რა ფორმატში გააგრძელებენ ოპოზიციასთან თანამშრომლობას, ალეკო ელისაშვილი თავად განგვიმარტავს:

- ოთხი საკითხი დან ჩვენთვის სამი პრიორიტეტულია - საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, პოლიტპატიმრები და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. ჩვენ არც ერთ საკითხზე ფეხი არ მოგვიცვლია. გადავიდოდით თუ არა სხვა საკითხზე, ჯიუტად მაინც ვუბრუნდებოდით, მაგალითად, პოლიტპატიმრების საკითხს მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის მოცემულობა - პოლიტპატიმრები - არ არსებობს.

"ქართული ოცნება" აღიარებს თუ არა პოლიტპატიმრების არსებობას, მოიტყუებს თუ არა თავს, თითქოს მართლმსაჯულების სისტემა არაჩვეულებრივი გვაქვს და ბატონი მურუსიძე პატიოსანი და მთელი ერისთვის ხელისგულზე სატარებელია, არ მაინტერესებს. ჩვენ ამის არ გვჯერა და მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან. ასევე პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებული ხუსკივაძე და კობალაძე და მოლაპარაკების შედეგია, რომ დასახელებული ხუთი პირიდან ორი თავისუფალია. დანარჩენებზე ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- პოლიტპატიმრების შესახებ მამუკა მდინარაძემ უკვე თქვა, რომ ეს არ არის საკითხი, რომელზეც პარლამენტში უნდა ისაუბროთ.

- მართალია, ადამიანების ბედზე და ისინი ციხეში დარჩებიან თუ არა, წესით, ნორმალურ ქვეყანაში, პარლამენტში არ უნდა ლაპარაკობდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუ ის ადამიანები ციხეში დარჩებიან, არანაირ შეთანხმებას აზრი არ ექნება.

- თავიდანვე ამბობდით, რომ პოლიტპატიმრების საკითხი თქვენთვის პრინციპული იყო. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერებიც ამბობდნენ, რომ "ოცნება" ამ საკითხზე არ აგყვებოდათ. ხომ არ ნანობთ, ოპოზიციასთანაც რომ მოგიწიათ დაპირისპირებამ და მმართველ გუნდთანაც ვერ შევთანხმდით?

- ჩვენ პარლამენტში საბოლოო შეთანხმებისთვის არ მივსულვართ, სიტუაციის გასარკვევად მივედით, რამდენად სერიოზული იყო მზაობა სხვადასხვა საკითხის, მათ შორის, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია, განხილვისთვის. ვადამდელი არჩევნები ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის, თუ რატომ არ არის, ეს ბევრჯერ ავხსენით. მე არა მგონია, პოლიტპატიმრების თემას წყალი გადაწურული ჰქონდეს. პოლიტპატიმრები უნდა გარეთ იყვნენ. ნუ აღიარებენ პოლიტპატიმრების არსებობას, მთავარია, გამოუშვან. გააგრძელეთ კითხვა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ზურაბ ჯაფარიძემ მანდატების შენარჩუნების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

"იცოდეთ, რომ თქვენთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა" - რაზე ესაუბრა გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს?