ავტორი:

სუნამოების მოპარვის მცდელობისთვის იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სუნამოების მოპარვის მცდელობისთვის იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Sephora-ს მაღაზიიდან სუნამოების მოპარვის მცდელობისთვის იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია წერს, სუნამოების საერთო ღირებულება 200 ევრო იყო. სამართალდამცველთა თქმით, დაცვამ შენიშნა, როგორ მოათავსა სუნამოები მამაკაცმა ჩანთაში და აპირებდა მაღაზიის დატოვებას თანხის გადახდის გარეშე.

გასასვლელთან დაცვამ გააჩერა, თუმცა მამაკაცი გაიქცა, რის შემდეგაც, დაცვის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა და მამაკაცი დააკავეს.

"გაქცევის დროს ქურდმა მოპარული საქონელი მოიცილა, გადაყარა“ - წერს arena.it გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 46 წლის ქართველს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად იტალიაში 55 ქართველი დააკავეს - "ყველა დანაშაულს ერთი ხელწერით ახორციელდებდნენ... ნაქურდალს უკრაინაში გზავნიდნენ"

თბილისში ოჯახიდან ცენტრალური გათბობის ქვაბი მოიპარეს - "ჩართულ მდგომარეობაში იყო და ჩახსნეს"

თბილისის ზღვის მიმდებარედ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს