ავტორი:

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

აშშ-ში პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია უკვე აქტიურად მუშაობს და მსოფლიო მედიის ყურადღებაც მთლიანად თეთრი სახლის ახალი ბინადრებისკენაა მიპყრობილი. განსაკუთრებულ ყურადღებას კი პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე დაგ ემჰოფი იპყრობენ.

"აი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი“, "ასეთ კაცს ყველა ვიმსახურებთ“, "ნუთუ ის ნამდვილია?!“ - ამ და მსგავსი შინაარსის არაერთ ფრაზას წააწყდებით სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან დაგ ემჰოფის შეფასებისას.

ის არის აშშ-ის ისტორიაში პირველი კაცი, რომელმაც "მეორე ჯენტლმენის“ სტატუსი მიიღო, ანუ როგორც მას უწოდებენ, დაგი პირველი "მეორე ჯენტლმენია".

და მაინც, ვინ არის დაგ ემჰოფი, რომლის ქარიზმამაც საზოგადოების დიდი ნაწილი მონუსხა?

აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მეუღლე წარმოშობით ებრაელია. ის 1964 წელს ბრუკლინში დაიბადა. პროფესიით იურისტია და წარმატებული იურიდიული საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მეორე ჯენტლმენის სტატუსი მას ოფიციალურად მიანიჭა და "ტვიტერზე“ ოფიციალური გვერდიც შექმნა სახელად - @SecondGentleman

მე ვხვდები, რომ პირველი ადამიანი ვარ ამ სტატუსით და მსურს, რომ არ ვიყო უკანასკნელი. მინდა მაგალითი ვიყო მათთვის, ვინც მომავალში მსგავს პოზიციაზე იქნება

ამბობს ემჰოფი, რომელსაც "ამერიკული ოცნების" ახდენის ერთ-ერთ მაგალითს უწოდებენ. ის ებრაელია, შესაბამისად, აშშ-ში უმცირესობაა, ამიტომაც, აი რას ამბობენ მის შესახებ:

"დაგი არის მაგალითი იმისა, თუ რა არის ამერიკის შეერთებული შტატების იდეალები და რაზე დგას ეს ქვეყანა. ის არის მაგალითი, რომ უმცირესობებს შეუძლიათ მიაღწიონ მსგავს პოზიციაზე“, - ამბობს პროფესორი ჟოელ გოლდშტეინი.

ემჰოფი წარმატებული იურისტია და აქვს საკუთარი იურიდიული ფირმა ლოს ანჯელესში, ასევე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

მეორე ჯენტლმენი ამბობს, რომ გეგმავს იურიდიული რეფორმების გატარებას და ამერიკელებისთვის კიდევ უფრო სამართლიანი სისტემის შექმნას. პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ლონს ბეილი ამბობს, რომ ემჰოფს ბევრი უნარი აქვს, რომელიც თეთრმა სახლმა სტრატეგიულად უნდა გამოიყენოს.

"მას აქვს ადვოკატთა ძალიან დიდი ქსელი, ასევე აქვს კავშირები გასართობ და ბიზნეს-წრეებში. ის არის ადამიანი, რომელიც შეგიძლიათ გაგზავნოთ ნებისმიერ ადგილას, ყველგან ჰყავს კონტაქტები და განსაკუთრებული უნარები აქვს საქმეების სასარგებლოდ შემობრუნების“, - ამბობს პროფესორი.

• კამალა და დაგი - ბედნიერი და წარმატებული წყვილის მაგალითი

კამალა ჰარისი და დაგ ემჰოფი არიან მაგალითები იმისა, თუ როგორ გამოიყურება წარმატებული წყვილი. დაგის მხარდაჭერა ცოლისადმი შესამჩნევია. ის ერთგვარი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მამაკაცმა მხარი დაუჭიროს საყვარელ ქალს და ხელი შეუწყოს კარიერული წარმატების მიღწევაში.

დაგისთვის კამალასთან ქორწინება მეორეა. პირველად ის დაქორწინებული იყო ნი მაკინზე და მათ 16-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდათ. წყვილს ორი შვილი - კოული და ელა ჰყავს. კამალაზე ემჰოფი 2014 წელს დაქორწინდა.

აღსანიშნავია კოულისა და ელას დამოკიდებულება კამალა ჰარისისადმი. მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და დედინაცვალს მეტსახელად Momala-ს ეძახიან.

აშშ-ის მეორე ჯენტლმენი კამალასთან და თავის შვილებთან ერთად
"ჩვენ შევხვდით, სიგიჟემდე შეგვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით და მას შემდეგ ბედნიერად ვცხოვრობთ", - ამბობს ემჰოფი.

ემჰოფი და კამალა ერთმანეთს ე.წ. ბრმა პაემანზე შეხვდნენ. ისინი საერთო მეგობარმა გააცნო ერთმანეთს. კამალამ ცხადია, იცოდა პაემანზე რომ მიდიოდა და მოგვიანებით აღიარა, რომ დაგის სახელი და გვარი მასთან შეხვედრამდე "დაგუგლა" და მის შესახებ ინფორმაცია მოიძია. ერთმანეთზე პირველივე შეხვედრისას მოახდინეს შთაბეჭდილება. შეხვედრიდან მეორე დღეს კი ემჰოფმა კამალას შეტყობინება გაუგზავნა: "მე შენ მართლა ძალიან მომეწონე“, - წერდა ის.

ურთიერთობის დაწყებიდან მალევე, 2014 წლის 27 მარტს წყვილი დაინიშნა. ემჰოფმა ხელი საყვარელ ქალს რომანტიკულად სთხოვა, ბრილიანტის ბეჭედი მუხლზე დაჩოქილმა გაუკეთა.

ეს ფოტო დაგმა "ტვიტერზე" გამოაქვეყნა წარწერით - მომენტი, როცა ოფისში ტელევიზორთან ჩაიარე და აღმოაჩინე, რომ შენი ცოლი ლაპარაკობს

ნიშნობიდან მალევე, 4 თვეში დაქორწინდნენ, დადეს ტრადიციული ფიციც და ქორწინებას არც უძველესი ებრაული ტრადიციის გარეშე ჩაუვლია, რაც ჭიქის გატეხვას გულისხმობს.

• მეორე ჯენტლმენი და მისი გატაცებები

დაგ ემჰოფს არაერთი გატაცება აქვს. Vogue-ის თანახმად, უყვარს გოლფი და ასევე ფენტეზი ფეხბურთი (ერთგვარი ონლაინ თამაში), სადაც ჰყავს თავისი გუნდი სახელად "ნირვანა". უყვარს ცეკვა. ამერიკელებისთვის დაუვიწყარია მისი სექსუალური ცეკვა 2019 წელს სან ფრანცისკოს პრაიდზე.

Spreading love and dad dance moves for #SFPride2019 @douglasemhoff @KamalaHarris pic.twitter.com/3GheLCKJnx
— Anne Moriarity (@annemoriarity) June 30, 2019

გარდა ამისა, დაგის საყვარელი საქმიანობა მზარეულობაა და ხშირად ამზადებს ცოლის საყვარელ საჭმელებს და ამბობს რომ ძალიან გემრიელი ხელი აქვს. სწორედ ამ ყველაფრის გამო ამერიკელი ქალების დიდმა ნაწილმა დაგ ემჰოფს "ოცნების კაცი" უწოდა.

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში - კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო

გმირმა დედამ 6 შვილი ხანძრიდან მარტომ გამოიყვანა - "კიბე ცეცხლში იყო გახვეული, იქ ჩემი შვილები იყვნენ. მეწვოდა სხეული, მაგრამ უნდა ავსულიყავი"

"კატა არ ვარ" - ონლაინ სასამართლო სხდომას ტეხასელი ადვოკატი კატის ფილტრით ჩაერთო: ახალი ინტერნეტჰიტი