ავტორი:

"მოწონს ეს ვინმეს თუ არა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმცირესთაგანია, ვის გამოც საქართველოს იცნობენ და პატივს სცემენ" - ბუკა პეტრიაშვილი ედუარდ შევარდნაძეზე

"მოწონს ეს ვინმეს თუ არა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმცირესთაგანია, ვის გამოც საქართველოს იცნობენ და პატივს სცემენ" - ბუკა პეტრიაშვილი ედუარდ შევარდნაძეზე

დღეს, 25 იანვარს საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეა. ის 93 წლის გახდებოდა.

დიპლომატი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბუკა პეტრიაშვილი გარდაცვლილი პრეზიდენტის შვილიშვილს ლაშა შევარდნაძეს ბაბუის დაბადების დღეს ულოცავს და ერთ ეპიზოდს იხსენებს ცნობილი პოლიტიკოსის ცხოვრებიდან:

"გილოცავ ლაშა ლეგენდარული ადამიანის დღეობას! მე ვაშინგტონში ვახლდი, როდესაც "შევი" პოტომაკზე სადილზე იყო, იქიდან დაბრუნებულს როგორ ხვდებოდნენ "შემზადების გარეშე" ამერიკელები (მათ შორის ფლეიტაზე დამკვრელი ქუჩის მუსიკოსიც, რომელმაც მართლა ჩაწყობის გარეშე, უცებ სულიკო ააწყო). საქართველოს ისტორიაში, მოწონს ეს ვინმეს თუ არა, შევი ერთ-ერთი უმცირესთაგანია, ვის გამოც საქართველოს იცნობენ და პატივს სცემენ! ასე, რომ, გილოცავ ბაბუს დღეობას!" - წერს პეტრიაშვილი "ფეისბუქზე".