ავტორი:

"ტესტმა დადებითი აჩვენა და მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

"ტესტმა დადებითი აჩვენა და მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

ოპერის ცნობილი ქართველი მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი "ფეისბუქში" წერს, რომ ის კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. როგორც რაჭველიშვილი აღნიშნავს, თავდაპირველად ვირუსი მას ივლისში შეხვდა, ხოლო მეორედ ახლახანს.

"15 იანვარს, როდესაც საქართველო დავტოვე, "კოვიდ-19-ის" ტესტი უარყოფითი იყო. ტესტი გავიკეთეთ 14, 16 და 18 იანვარს და ყველა ჯერზე პასუხი უარყოფითი იყო. შაბათს, 23 იანვარს თავი შეუძლოდ ვიგრძენი, ყნოსვა და გემო სრულად დავკარგე. მაშინვე იზოლაციაში გადავედი და უკვე ორშაბათს, 25 იანვარს, ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი!

პირველად ივლისში დავინფიცირდი და მდგომარეობა მსუბუქი იყო. გადამდები არ ვიყავი, რადგან ოთოს (გულისხმობს მეუღლეს) არ ჰქონია კორონა. იმედია, არც ამჯერად ვარ გადამდები. ოთოს ტესტი ნეგატიური იყო ამჯერადაც. ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების გამო, რომლებმაც ახლა უნდა გაიკეთონ ტესტი და გაიარონ კარანტინი. ბოდიში, მეგობრებო.

იმედი მაქვს, 10 დღეში ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება და შევძლებ ჩემი კარმენის შესრულებას ვენის ოპერაში ტელევიზიისა და ონლაინ ტრანსლაციისთვის

ყველას ჯანმრთელობას და უსაფრთხოდ ყოფნას გისურვებთ“ - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მართალია, საშინელი ამბავი დამატყდა თავს გუშინ და ძალიან განვიცდი, მაგრამ იმდენი თბილი კომენტარი წავიკითხე და იმდენი სიყვარული და დადებითი ენერგია გამოგზავნეთ, რომ დღეს უკვე ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს! უდიდესი მადლობა ჩემო ძვირფასებო! ძალიან მიყვარხართ ყველა" - წერს მუსიკოსი.

"ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული, ჩემი ტკბილი მამიკო ახლა უფალთან არის..." - ქეთი წიკლაური გარდაცვლილი მამის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

"ვირუსს უფრო მძიმე შედეგების დატოვება შეუძლია, ვიდრე ვაქცინას, ესაა მედიცინის აზრი და ნუ მოუსმენთ ზღაპრებს" - რას წერს დეკანოზი ვაქცინაციაზე და როგორ ეხმაურებიან მას

"ვერ გაუძლო არწივმა... საქართველოს ვუსამძიმრებ!" - თემურ წიკლაურის გარდაცვალებას მეგობრები, კოლეგები და უცნობი ადამიანები ეხმაურებიან