ავტორი:

"ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს" - ივერი მელაშვილის მეუღლე

"ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს" - ივერი მელაშვილის მეუღლე

ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს, - ამის შესახებ ივერი მელაშვილის მეუღლემ,თამარ სულაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

თამარ სულაძის განცხადებით, მოელოდა, რომ სასამართლო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

"თავისი პოზიცია პროკურატურამ გაახმოვანა, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ველოდი. ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა მთლიანად გაამართლებენ.

ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე,რაც უსამართლოდ დააბრალეს, რომ ასე არ ყოფილა", - განაცხადა თამარ სულაძემ "ინტერპრესნიუსთან" სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასადმი აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელა და 20 ათას-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ  სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო

ვინ არიან ქართველი ასტრობიოლოგები, რომელთა გვარ-სახელებიც მარსზე გაიგზავნა - "თანამგზავრი მარსზე 18 თებერვალს დაჯდება"

2020 წელს ავარიებს ყველაზე ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა წინა წლებთან შედარებით - "მოძრაობა რომ აღდგება, ეს ციფრი ბევრად გაიზრდება"