ავტორი:

კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - Novavax-ის პრეპარატმა 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - Novavax-ის პრეპარატმა 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Novavax-ის ვაქცინამ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში კორონავირუსის წინააღმდეგ 89.3%-იანი ეფექტურიანობა აჩვენა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ ფაქტს "კარგი ახალი ამბავი“ უწოდა და განაცხადა, რომ ახლა ვაქცინას გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო შეაფასებს.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთს Novavax-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა აქვს დარეზერვებული, რომელიც, გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შევა, იმ შემთხვევაში, თუკი მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო მას გამოყენებისთვის დაამტკიცებს.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის ვაქცინა მოქალაქეების ასაცრელად გამოიყენოს, თუკი მას დაამტკიცებენ.

Novavax-ის ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათი 27%-ი 65 წელს გადაცილებული იყო.

ვაქცინამ კორონავირუსის თავდაპირველად გავრცელებული ვარიანტის მიმართ 95.6%-იანი ეფექტურიანობა აჩვენა, ე.წ. "ბრიტანული ვარიანტის“ მიმართ - 85.6%-ი, მთლიანობაში კი - 89.3%-ი. რაც შეეხება ცდის სამხრეთ აფრიკულ ნაწილს, სადაც შემთხვევების უმეტესი ნაწილი ვირუსის ე.წ. "სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი იყო, ვაქცინამ 60%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში, გადაუდებელი გამოყენებისთვის, დღემდე სამი ვაქცინაა დამტკიცებული : Oxford University-სა და AstraZeneca-ს ერთობლივად შექმნილა ვაქცინა, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა დაკომპანია Moderna-ს ვაქცინა.

5 ქვეყანა, რომელსაც გერმანია საზღვარს უკეტავს

ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს - შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას შეეხება

"ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება... ტაივანის დამოუკიდებლობა ომს ნიშნავს!" - მწიფდება თუ არა ახალი სამხედრო კონფლიქტი და რას პასუხობს ჩინეთის მკაცრ განცხადებებს აშშ?