ავტორი:

"ბედნიერებაა, როცა ანნა სახეზე მეფერება, თან თვალებში შემცქერის" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ემოციური წერილი შვილს, რომელიც 1 წლის გახდა

"ბედნიერებაა, როცა ანნა სახეზე მეფერება, თან თვალებში შემცქერის" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ემოციური წერილი შვილს, რომელიც 1 წლის გახდა

ტელეწამყვან ნოე სულაბერიძისა და "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილის გოგონა, ანნა სულაბერიძე ერთი წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში ნოემ და ჯანეტმა პოსტები გამოაქვეყნეს. ულამაზესმა ჯანეტმა კი შვილს ემოციური წერილიც მიუძღვნა:

"ერთი წლის წინ 28 იანვარს, ღამის 2:00 საათზე ახდა ჩემი ოცნება! სამყაროს მოევლინა პატარა ბარტყი 3,400 კგ და 51 სმ. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ უჩანდა. დაიბადა თუ არა, მუცელზე დამადეს, რათა ჩემი სითბო ეგრძნო და თან ჭამაც დაეწყო გოგოს. ერთი წელი კი გავიდა, მაგრამ ეს ჩვევად შემოგვრჩა.

ხშირად მეკითხებიან, თუ რა არის ჩემთვის ბედნიერების აღქმა. ეს არის მომენტი, როდესაც ანნა მთხოვს ჩემს მუცელზე დაწოლას, თან სახეზე მეფერება, თან თვალებში შემცქერის, თან რძეს მიირთმევს. არ ვიცი კიდევ როდემდე გავაგრძელებთ ბუნებრივ კვებას, მაგრამ უკვე ვხვდები, რომ დასრულებისთანავე მეც სტრესის ქვეშ ვიქნები. ამიტომაც ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობთ და ვახანგძლივებთ სიამოვნებას“, - წერს ჯანეტი "ინსტაგრამზე."

მშობლებმა ანნას დაბადების დღისთვის სახლი ლამაზად მორთეს და უმშვენიერესი ტორტიც დაამზადებინეს.

ნახეთ ჯანეტისა და პატარა ანნას ვიდეო

როგორ ულოცავენ რჩეულ მამაკაცებს ვალენტინობას ცნობილი ქართველი ქალები - ფოტოები

"ყველა დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, ნოსტალგიამ მოუღო ბოლო, უნდოდა სამშობლოში დაბრუნებულიყო" - როგორ იხსენებენ და რას ყვებიან ზურა დოიჯაშვილზე ცნობილი მეგობრები

"ვერ აგისრულე... ვერ დაგაბრუნე თბილისში... ბოდიში" - მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა