ავტორი:

ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 79-ს ტაქსის მძღოლს და 56 ბაზრის მოვაჭრეს დაუდასტურდა - როგორია ბოლო მონაცემები

ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 79-ს ტაქსის მძღოლს და 56 ბაზრის მოვაჭრეს დაუდასტურდა - როგორია ბოლო მონაცემები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 13 644 ტაქსის მძღოლს აქვს კორონავირუსზე ტესტირება ჩატარებული, რომელთაგან 79-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბაზრის მოვაჭრეებიდან გატესტილია 7 284 ადამიანი და ვირუსი 56-ს დაუდასტურდა.

გარდა ამისა, მისი თქმით, რელიგიის მსახურებიდან 5 863 ადამიანია გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 1,4%-ია.

„ჩვენი ბაზის მიხედვით, დღევანდელ დღემდე, 13644 ტაქსის მძღოლია ქვეყანაში გატესტილი და აქედან 79-ს დაუდასტურდა. 0,6%-ია მაჩვენებელი, საკმაოდ დაბალია ტაქსის მძღოლებში ვირუსის გავრცელება. ბაზრის მოვაჭრეებიდან გატესტილია 7284 და 56-ს დაუდასტურდა. ეს არის 0,8%. რელიგიის მსახურებიდან 5863 ადამიანია გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 1,4%-ია. რადგან 1-ელი თებერვლიდან იხსნება სავაჭრო მოლები და მაღაზიები, ამიტომ ინტენსიურად დაიწყო ტესტირება. გუშინდელი 24 საათის მონაცემებით, 1033 ტესტირების მონაცემები მქონდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე, სკოლის 1285 პედაგოგია გატესტილი და 8 იყო დადებითი. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ეს აღრიცხვიანობა მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენი შრომის ინსპექციაც აკვირდება, 2 კვირაში ერთხელ რამდენად იტესტებიან და მიმდინარეობს ამის მონიტორინგი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაცია მშობლებისთვის - რა უნდა იცოდეთ იმ სკოლებთან დაკავშირებით, სადაც ხვალიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე და რამდენი ადამიანი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე