ავტორი:

დღეს თბილისში 100-ზე მეტი რესტორანი მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს

დღეს თბილისში 100-ზე მეტი რესტორანი მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს

30 იანვარს, თბილისში 100-ზე მეტი რესტორანი 24 საათით მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. მისივე თქმით, 30 იანვარს სექტორის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

როგორც შოთა ბურჯანაძე განმარტავს, აღნიშნული ნაბიჯი მთავრობის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც რესტორნები არ იხსნება.

„იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც მთავრობამ და ეპიდემიოლოგებმა მიიღეს, რომ ისევ დამუხრუჭდეს სფერო, ეს ნიშნავს, რომ რეალურად სფერო ნადგურდება. ხვალ 15:00 საათზე იმართება აქცია, რომელსაც შეუერთდება სტუმარ-მასპინძლობის სფერო და ასევე გადავწყვიტეთ, შაბათს მთლიანად გავაჩეროთ სარესტორნო მომსახურება. ამით გვინდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, როგორი შეიძლება იყოს რესტორნების გარეშე რეალობა. გვინდა ეპიდემიოლოგებს გავაგებინოთ, რომ ბიზნესი უბრალოდ ვერ გადარჩება“,-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

საპროტესტო აქციას ამ დროის მონაცემებით შემდეგი ობიექტები უერთდებიან:

1. შავი ლომი

2. ტაკერია

3. ხაშერია

4. ლეგატო

5. ქეთო და კოტე

6. კერა

7. წისქვილი ჯგუფი

8. მეგრული სახლი

9. სტეიკ ჰაუსი

10. ზ10

11. ხამანწკა ბარი

12. სულიკო

13. თონე

14. ბარბარესთან

15. ლუდის სახლი ვარაზი

16. ლუდის ბაღი ვარაზი

17. ბლექ დოგი

18. მულენი

19. Number 8 Brewery & Bars

20. ზაზანოვა

21. woodstok

22. Respublika Grill Bar

23. ბადიაშატროვანი

24. ბიკენტიას საქაბაბე

25. მარანი

26. მარანი ჰოლი

27. ბურგერკლასიკო

28. შტელცეა სახლი

29. კაფე დისქავერი

30. დოლჩე დი პარადიზო

31. მწვანე ტერასა

32. ღვინის ბარი საფერე

33. რაჭის უბანი34. ჩიქენ გაიზ

35. ვერიკო

36. ეისიდისი

37. მელნიკოვის დუქანი

38. ბურგერ ჰაუსი

39. სალობიე ბია

40. ჯი.ვინო

41. Coffee LAB

42. ეკლერ დე ჟენი

43. გაგრა

44. ბარი ქიქოძე

45. შემოიხედე გენაცვალე

46. პომიდორისიმო

47. საბადურები

48. სტრადა

49. ქენდი

50. თავადური

51. კუდები

52. ხინკლის სახლი ივერიონი

53. კალინა

54. ბინა 37

55. გალა

56. ტერა ვაინი

57. დარაბები

58. მზიურის კაფე

59. ჩაის სახლი

60. მაესტრო

61. ლინვილი

62. კახელები ბელიაშვილზე

63. კახელები (ლილო)

64. Prospero’s Cafe65. რესტორანი ზალა

66. პიანი ბაზარი

67. წიბახა გეიმ ქლაბი

68. სახელოსნო ბარი

69. სესილია

70. ჯაზზ როკ კაფე

71. დედაენის ბარი

72. ბარი მაკულატურა

73. ბარი ათონელი

74. Barbar’a Gastro Bar

75. ბაბალე

76. ჩაბას ჯაზ როკ კაფე

"ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას..." - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას და ექიმებს მიმართავს

Pfizer-ის ვაქცინის რა დოზას მიიღებს საქართველო და რომელ ქალაქებში ჩატარდება ვაქცინაცია - თამარ გაბუნია დეტალებით

"ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი რა რაოდენობის "ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს საქართველო თებერვლის ბოლომდე" - გამყრელიძე