ავტორი:

მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს - რა მოხდა ზუგდიდში? (ფოტო)

მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს - რა მოხდა ზუგდიდში? (ფოტო)

ზუგდიდში მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.

არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყნეთი-ბაგების გზაზე მოძრაობა პარალიზებულია - მძღოლებმა ტრანსპორტი გააჩერეს და ხალხი ფეხით გადაადგილდება

როგორ გავაშენოთ კაკლის ბაღი და რა გავაკეთოთ ნარგავების სწორად მოსავლელად? - რჩევებს გვაძლევს ევა ოთარაშვილი, რომელმაც თიანეთში ჯუჯა კაკლის ბაღი გააშენა

თბილისის რომელ უბნებს და რა ხნით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება?