ავტორი:

"უბრალო ადამიანი ვარ, სახლებიც მილაგებია... ორივე მშობელი ქართველი მყავს, თუმცა საქართველოში არასდროს ვყოფილვარ" - საბერძნეთში გაზრდილი ქართველი გოგონას წარმატება

"უბრალო ადამიანი ვარ, სახლებიც მილაგებია... ორივე მშობელი ქართველი მყავს, თუმცა საქართველოში არასდროს ვყოფილვარ" - საბერძნეთში გაზრდილი ქართველი გოგონას წარმატება

საბერძნეთის ტელეეკრანებზე, ვოკალისტთა "რეალითი" შოუში "ვოისი" (Voice) ქართველი გოგო ნათია იარაჯული გამოჩნდა, რომელმაც სიმღერის დაწყებისთანავე ჟიურის წევრთა დადებითი ემოციები და გასაოცარი კომენტარები დაიმსახურა. ნათია 19 წლის მომღერალია და დიდი ოცნებებით, წარმატების გზას ნელ-ნელა გადის. მას თავის ცხოვრებასა და კონკურსზე სასაუბროდ საბერძნეთში დავუკავშირდით.

ნათია იარაჯული:

- შეიძლება ითქვას, რომ მომღერალი და მუსიკოსი ვარ, მაგრამ ყველანაირ საქმეს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა გავიუმჯობესო, უბრალო ადამიანი ვარ, რამდენჯერმე სახლებიც კი დამილაგებია. დავიბადე და გავიზარდე საბერძნეთში, ორივე მშობელი ქართველი მყავს, ბებია პოლონელი მყავდა. დაწყებითი სკოლა ათენში დავამთავრე, შემდეგ, მუსიკალურ სკოლა-ლიცეუმში - ილიონში გადავედი, საბოლოოდ კი, მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე ათენში. წლების განმავლობაში, ქართულ სკოლაში დავდიოდი და მშობლიური ენა სწორედ იქ ვისწავლე, მომწონს ქართული ენა, ხალხი და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ.

- ქართული ენა კარგად იცით, ხშირად საუბრობთ ქართულად?

- ყოველთვის, დედას სურდა, ქართული მესწავლა და ქართულ სკოლაშიც მისი სურვილით შემიყვანეს, ენას არ ვივიწყებ.

- რამდენი ხანია, რაც მშობლები საბერძნეთში ცხოვრობენ?

- დედა 25 წელია, მამა კი - 20, ახლა მშობლები გაშორებულები არიან.

- უამბეთ ჩვენს მკითხველს, ვინ არის და როგორი გოგოა ნათია იარაჯული?

- ამბობენ, ნიჭიერი გოგოაო... მუსიკით ვერთობი და ეს საქმე მაბედნიერებს, ჩემი ასაკის გოგონებისგან განსხვავებით, გადაჭარბებული ამბიციები არ მაწუხებს და ვცდილობ, ჩემი პროფესიით ბედნიერი ვიყო.

ჩემი ცხოვრება ყოველთვის დალაგებული არ ყოფილა, რთული პერიოდებიც იყო და მიხარია, რომ ბევრი სირთულე გადავლახე, ცხოვრების ყველა მომენტმა რაღაც მასწავლა, იმ ნათიად ჩამომაყალიბა, რომელიც დღეს ვარ. კითხვა, ხელოვნება, მთა და ზღვა მიყვარს. ხშირად მარტო ავდივარ მთაზე, ვფიქრობ ბევრ საკითხზე და ვისვენებ ყველაფრისგან.

- წელს ბერძნულ "ვოისში" მონაწილეობთ, მოგვიყევით ამის შესახებ...

- "ვოისში" მონაწილეობა 2018 და 2019 წლებშიც ვცადე, თუმცა პატარა ვიყავი და არ გამომივიდა, 2020 წელს არც ვგეგმავდი, რომ კიდევ მეცადა. თითქოს გუშინ მოხდა ყველაფერი... ვოკალის გაკვეთილი მქონდა, დამირეკეს და მითხრეს, გვინდა, რომ მოხვიდეო. პირველი ეტაპის გავლისას ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დანარჩენ ტურებში უფრო მშვიდად ვიყავი. ერთ-ერთი შეჯიბრების დროს, კონკურსს გამოვეთიშე, ორი-სამი კვირის შემდეგ კი კვლავ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემმა ჟიურის წევრმა ამირჩია და კონკურსში უკან დამაბრუნეს.

"ვოისში" ძლიერი კონკურენტები მყავს, მაგრამ კმაყოფილი ვარ ამით. ჩემი თითოეული გამოსვლით, ვცდილობ, მაქსიმუმი ვაჩვენო, სიმღერაში ყოველთვის სულს ვდებ. უცხო ადამიანები მწერენ, რომ მოეწონათ ჩემი ნამღერი და მამხნევებენ.

- რა სიმღერა შეასრულე პირველ ტურში და ჟურის რომელი წევრი აირჩიე?

- Billie eilish-ის „Lovely“ ვიმღერე და საკი როუვა ავირჩიე. საკი კარგი ადამიანია ყველაფერში მეხმარება, ჩვენს ოჯახს მხარში უდგას და მგულშემატკივრობს.

- საქართველოში თუ ჩამოდიხართ ხოლმე?

- საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა შორიდან ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და აუცილებლად ჩამოვალ.

- ნათია, სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.

- "იუთუბ" არხის გახსნას ვგეგმავ, მინდა, ჩემი ნამღერი საზოგადოებას მოვასმენინო. სიმღერა 5 წლის ასაკში დავიწყე და ახლა ვიცი, სამომავლოდ, აუცილებლად ამ გზას გავყვები. წაიკითხეთ სრულად

რატომ დატოვა "ჩუქუროვა" მთავარმა გმირმა - რეალური სასიყვარულო სამკუთხედი, თუ კარიერის გამო  გადადგმული ნაბიჯი: როგორია "ილმაზის" ცხოვრება კადრს მიღმა

გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"

უბერებელი მონიკა ბელუჩი - 56 წლის მსახიობის ახალი ფოტოები, სტილის მასტერკლასი და უბრალოდ, შთამბეჭდავი სილამაზე