ავტორი:

ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერის" შემდეგ საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანა იგეგმება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერის" შემდეგ საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანა იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, საქართველოში "ფაიზერის“ შემდეგ, "ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა,"ფაიზერის“ ვაქცინას, საქართველო სავარაუდოდ, 15 თებერვლის შემდეგ მიიღებს.

"პირველ ეტაპზე, თებერვლის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, 15 თებერვლის შემდეგ, „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ დოზებს მივიღებთ. ეს იქნება 29 250 დოზა. მოგეხსენებათ, ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის გამოშვებით. როგორც ჩვენს ვაქცინის დანერგვის გეგმაშია, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება, თუმცა, სრულად არა, რადგან სამედიცინო პერსონალი გაცილებთ მეტია. ამიტომ, მეორე ეტაპისთვის სამედიცინო პერსონალი სრულად იქნება მოცული.

"ფაიზერის“ შემდეგ "ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა. პირველ ეტაპზე საუბარია 180-დან 300 000 დოზამდე. შემდეგ უკვე თანდათანობით შეივსება ვაქცინების მარაგი, რაზეც შელშეკრულება გაფორმებული გვაქვს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიას დამარცხება შესაძლებელი გახდება.

"პანდემიის დამარცხების ერთადერთი იარაღი ვაქცინაა. მოგეხსენებათ, ამ ვირუსზე პირდაპირი მოქმედების წამალი არ არის. დღეს მხოლოდ და მხოლოდ არის ის რეგულაციები და შემზღუდავი ღონისძიებები, რაც გამოიყენება და უკვე დაწყებული ვაქცინაცია. ვაქცინა ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის ყველაზე მძლავრი იარაღია. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სამედიცინო პერსონალმა უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ მაქსიმალურად მაღალი იმუნური ფენა საზოგადოებაში. წელს მოსახლეობის 60-70% რომ აიცრას, რაც რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაშინ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი იმუნიტეტი ჩამოყალიბდება და პანდემიას დავამარცხებთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ საზოგადოებას ვაქცინაციის შესახებ მხოლოდ სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რაშიც მედიის როლი საკმაოდ დიდია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მხოლოდ ის ვაქცინა შემოდის, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეკომენდაცია აქვს და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

„ჩვენთან რაც შემოდის, ის ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული და უსაფრთხოა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

"პაციენტებს შემთხვევათა 1/3-ში უვითარდებათ, ან რჩებათ მთელი რიგი სიმპტომები" - თენგიზ ცერცვაძემ კოვიდგადატანილ პირებზე ისაუბრა

"შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადა აცრებს განახორციელებს" - ამირან გამყრელიძე

"მომაკვდავს ვგავდი, ვერ დავდიოდი, წმ. ნინოს წყაროდან კი საკუთარი ფეხით ამოვედი... დედა გაოცებისგან ვერ მეკარებოდა" - სასწაული, რომელიც 20 წლის გოგოს ბოდბეში შეემთხვა