ავტორი:

5 მითი, რომლისაც მწეველებს სჯერათ

5 მითი, რომლისაც მწეველებს სჯერათ

თუ თქვენ მწეველი ხართ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გექნებოდათ მომენტი, როდესაც არამწეველებისთვის იმის დამტკიცება მოგიწიათ, რომ თამბაქო არ კლავს, კი, ცუდია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არც იმდენად, რომ მასზე უარი თქვათ. ბევრს იმისაც კი სჯერა, რომ თუ მოწევას თავს დაანებებს, შეიძლება უარესი პრობლემებიც შეექმნას, მაგალითად, კბილები დასცვივდეს.

ამ საკითხის გარშემო ბევრი მითი არსებობს. მათი უმეტესობა იმ აზრის გამყარებას ისახავს მიზნად, რომ მოწევა გარკვეული, თუმცა არც თუ ისე დიდი საფრთხის შემცველია.

მითი #1

ცოტას ვეწევი და არაფერი მომივა – ეს ერთერთი ყველაზე ხშირად მოსმენილი ფრაზაა მწეველებისგან. მათ, ვინც შეზღუდული რაოდენობით ეწევა, მართლაც სჯერა, რომ ეს ზიანს არ მოუტანს. თუმცა ეს მითია. რეალურად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება მხოლოდ თამბაქოზე სრულად უარის თქმას შეუძლია. თუ თქვენ დღეში ორი კოლოფის ნაცვლად 5 ღერს მოწევთ, ნაადრევი სიკვდილისგან მეტნაკლებად დაცული იქნებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგაწუხებთ ფილტვის პრობლემები, ხველა, არ დაიღლებით მარტივად, არ გაგიყვითლდებათ კბილები და ფრჩხილები...

თუ მართლა გსურთ რისკების შემცირება, მაშინ თქვენი საბოლოო მიზანი სიგარეტისთვის თავის დანებება უნდა იყოს.

მითი #2

ორგანიზმს ნიკოტინი სჭირდება – ბევრი მწეველი დარწმუნებულია, რომ ორგანიზმს გარკვეული რაოდენობით ნიკოტინი სჭირდება. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მოწევას თავს დაანებებენ, კბილები დასცვივდებათ, რადგან კბილების სიმაგრეს ნიკოტინი უწყობს ხელს. ეს ალბათ ერთერთი ყველაზე დიდი მითია, რაც თამბაქოს შესახებ არსებობს. რეალურად, საქმე პირიქითაა. ლამაზი და თეთრი კბილებისთვის მხოლოდ კარგი კბილის პასტა და ჯაგრისი არაა საკმარისი. თითოეული ღერის მოწევისას და კვამლის დაგუბებისას პირში, კბილების მინაქარი ნელ–ნელა ზიანდება, ჩნდება კარიესი, ყვითლდება კბილები, სუსტდება ღრძილები და ხშირ შემთხვევაში სტომატიტიც ვითარდება. არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ ნიკოტინი ღრძილების და კბილის ქსოვილების მკვებავი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს, ანუ პირის ღრუში სისხლის მიდინება ირღვევა, ღრძილის ქსოვილი სქელდება და კბილების ადრე გაფუჭების, ან სულაც დაკარგვის რისკი იზრდება.

მითი #3

მოწევა სასიამოვნო და სექსუალურია – მწეველები ამბობენ, რომ მათ მოწევა სიამოვნებას ანიჭებს. სიგარეტი გარკვეულ თავდაჯერებულობას, სითამამეს, ზოგ შემთხვევაში სექსუალურობას სძენს. თუმცა, რეალურად ესეც მითია. სხვადასხვა კვლევითა და ფოკუსჯგუფებზე დაკვირვებით დადგენილია, რომ მწეველების 90% მოწევის დაწყებას ნანობს. მათ 40%–ს კი წელიწადში ერთხელ თავის დანებების მცდელობა აქვს. ეს ამტკიცებს, რომ რეალურად მოწვა სასიამოვნო სულაც არაა.

რაც შეეხება სიგარეტის სექსუალურობას, წლების წინ შეიძლება ასეც მიიჩნეოდა, მაგრამ 21–ე საუკუნეში თამბაქოს სექსუალურად თითქმის აღარავინ მიიჩნევს, მისი სუნი არასასიამოვნოა და ადამიანებს არ იზიდავს. ასევე, კვლევებით არის დადასტურებული, რომ მწეველ მამაკაცებს უფრო ხშირად აწუხებთ ერექციული დისფუნქცია, ვიდრე – არამწეველებს.

მითი #4

რისკების შესახებ ყველამ კარგად ვიცით – დიახ, რისკების შესახებ ყველამ იცის, მაგრამ კონკრეტულად რა იცის? არსებობს 4 დონის ცოდნა:

  • გაგებული მაქვს, რომ მოწევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.
  • ვიცი, რომ მოწევა კონკრეტულ დაავადებებს იწვევს.
  • კარგად ვაცნობიერებ, რომ ძალიან რთული და მოუგვარებელი პრობლემები შეიძლება შემიქმნას თამბაქომ.
  • ვიცი, რომ ზემოთ ნახსენები თითოეული პრობლემა შეიძლება ჩემიც აღმოჩნდეს და ეს მხოლოდ სხვა მწეველებს არ ემართებათ.

ვითარება ასეთია: პირველი დონის ცნობადობა მართლაც ძალიან მაღალია, მაგრამ დანარჩენი საკითხების შესახებ ცნობადობა საგრძნობლად იკლებს. მაგალითად, მხოლოდ ძალიან ცოტა მწეველმა იცის კონკრეტულად, რომ ათიდან ერთი მწეველი სიგარეტით გამოწვეული დაავადებით კვდება.

მითი #5

მწეველების ორგანიზმი სამუდამოდ დაზიანებულია – ამ მითით მწეველები, როგორც წესი, საკუთარი თავის იმაში დარწმუნებას ცდილობენ, რომ დანებებას აზრი აღარ აქვს. რეალურად კი, ცვლილებები ხდება დანებებიდან არამხოლოდ პირველ რამდენიმე წელიწადში, არამედ პირველ დღეებში, საათებსა და წუთებშიც კი. პირველი ცვლილება 20 წუთში ჩნდება, როდესაც ორგანიზმი იწყებს რეგენერაციის პროცესს, გულისცემა და არტერიული წნევა სტაბილურდება. 2 თვეში გულის შეტევის რისკი იკლებს, უმჯობესდება ფილტვის ფუნქცია. 10 წელში კი თქვენი ორგანიზმი ფაქტობრივად არამწეველის ორგანიზმს ჰგავს.

თითოეული ეს მითი სხვა მრავალთან ერთად მწეველების რაოდენობის ზრდას იწვევს, თუმცა თუ თქვენ აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობას აღიარებთ, მაგრამ მასზე თავის დანებება მაინც გიჭირთ, „ჰელსიერი“ დაგეხმარებათ. მისი საშუალებით თქვენ უარს არ იტყვით საყვარელ ჩვევაზე და ამავდროულად ზიანს მინიმუმამდე შეამცირებთ. ეს არის იაპონელი ტექნოლოგების მიერ შექმნილი ნატურალური, ჯანმრთელობისთვის უვნებელი ინგრედიენტებისაგან დამზადებული გათბობადი ჩხირები, რომლის მოხმარებაც შეიძლება ნებისმიერი ტიპის სპეციალური მოწყობილობით. „ჰელსიერის“ შემადგებლობაში თამბაქოს ნაცვლად შედის ჩაი, რომლის გათბობის შემდეგ გამოიყოფა კოფეინი და ხელს უწყობს ტონუსის ამაღლებას. ასევე, აღსანიშნავია მის შემადგენლობაში არსებული ლოკოკინის ექსტრაქტი, რომელიც, ბოლო კვლევების შედეგების მიხედვით, ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. მისი წვის შედეგად არ გამოიყოფა არც კუპრი და არც სხვა მავნე პროდუქტი.

გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ „ჰელსიერის“ სასურველი არომატი: ყავა, მენთოლი, ციტრუსი ან მოცვი. მისი შეძენა კი შესაძლებელია SPAR-ის სუპერმარკეტების ქსელში საქართველოს მასშტაბით. პროდუქტის შეძენა ამავე ქსელის მიტანის სერვისის საშუალებითაც ხდება და ასევე არსებობს პირდაპირი მიწოდების სერვისი Facebook-ში „ჰელსიერი“-ს ოფიციალური გვერდიდან.

რას ნიშნავს უსაფრთხო ინტერნეტი?

ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის

თბილისი სტარტაპ ბიურო და „კედარი ვენჩერსი“ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ