ავტორი:

დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია გამართა

დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ლექცია გამართა კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ლექციის მიმდინარეობისას სემეკის თავმჯდომარემენერგეტიკულ სექტორში კონკურენციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

დავით ნარმანიამ დეტალურად მიმოიხილა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების საკანონმდებლო ჩარჩო, ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების პროექტი, ენერგეტიკული ბაზრის კვლევის პროცედურები, დომინანტური მდგომარეობის განსაზღვრის წესი და კრიტერიუმები, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის პროცედურები.

„მნიშვნელოვანია, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება, მათთან დისკუსია, მათი პოზიციების გაცნობა. ყოველთვის გამოვთქვამთ მზადყოფნას, მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა შეხვედრებში, მათ შორის გავმართოთ საჯარო ლექციები და საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

IDFI უკვე მეორე წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოწვეული სტუმრების მიერ ტარდება ღია ლექციები კორუფციის რისკების პრევენციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია - ტელეწამყვანის რჩეული ცნობილი ექიმების ქალიშვილია (ფოტო)

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა - მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

"სამწუხაროდ, მეუფე გრიგოლის სიტყვა ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა" - რა განცხადებას ავრცელებს  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო