ავტორი:

"ვაშინგტონი და მისი პრონატოელი ვირთხები საქართველოში ოცნებობენ, გაიყვანონ რუსეთის ჯარები რესპუბლიკიდან..." - ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის მხარდასაჭერი შტაბი შეიქმნა

"ვაშინგტონი და მისი პრონატოელი ვირთხები საქართველოში ოცნებობენ, გაიყვანონ რუსეთის ჯარები რესპუბლიკიდან..." - ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის მხარდასაჭერი შტაბი შეიქმნა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერი ე.წ. საზოგადოებრივი შტაბი შეიქმნა. შტაბის წევრები ოკუპირებულ რეგიონში ყველა მცხოვრებს მოუწოდებენ, საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდნენ პუტინის მხარდასაჭერად.

„ვაშინგტონი და მისი პროამერიკელი და პრონატოელი ვირთხები საქართველოში ოცნებობენ რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე. მათ სჭირდებათ ნებისმიერი ქაოსი და დესტაბილიზაცია რუსეთში და ოკეანის გაღმიდან „მარიონეტის“ მოსვლა ძლიერი რუსეთის ჩამოსაშლელად და ჩვენი „აპსნის“ ძალისმიერი დაკავება. ასევე გაიწვიონ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, გაიყვანონ რუსეთის ჯარები რესპუბლიკიდან“, - ნათქვამია პუტინისტების შტაბის მიმართვაში.