ავტორი:

"ვირუსს უფრო მძიმე შედეგების დატოვება შეუძლია, ვიდრე ვაქცინას, ესაა მედიცინის აზრი და ნუ მოუსმენთ ზღაპრებს" - რას წერს დეკანოზი ვაქცინაციაზე და როგორ ეხმაურებიან მას

"ვირუსს უფრო მძიმე შედეგების დატოვება შეუძლია, ვიდრე ვაქცინას, ესაა მედიცინის აზრი და ნუ მოუსმენთ ზღაპრებს" - რას წერს დეკანოზი ვაქცინაციაზე და როგორ ეხმაურებიან მას

"არა მკითხავებს და მჩხიბავებს, არამედ კომპეტენტურ ინფექციონისტებს და მიკრობიოლოგიის სპეციალისტებს ვკითხე, მოვუსმინე და ეს აზრი გამოვიტანე:

ვინც ამბობს: ვაქცინის გრძელვადიანი შედეგია საშიშიო, მას არ ესმის ერთი მთავარი რამ: ვირუსისგან არავინაა დაზღვეული, ყველა შეიძლება დაინფიცირდეს და არც ის ვიცით, ვისი ორგანიზმი როგორ შეხვდება მას. უნდა ვიცოდეთ, რომ რა გვერდით მოვლენებიც შეიძლება ვაქცინას ჰქონდეს, იმაზე ბევრად მძიმე შედეგები შეიძლება დაგიტოვოთ თავად ვირუსმა, თუ რეალური ვირუსი შეგხვდათ. უბრალო ენით, რომ ვთქვათ, ვაქცინის მეშვეობით შეჰყავთ ვირუსის მცირე ნაწილი, რათა ორგანიზმმა ვირუსის საცეცების წინააღმდეგ გამომუშავოს თავდაცვა და შედეგად საკუთარ უჯრედებში არ შეუშვას მთლიანი ვირუსი. მაგრამ თუ არ გექნებათ იმუნიტეტი, უკვე ვირუსით (და არა ვაქცინით) ინფიცირებისას ბევრად მძიმე შედეგები და გვერდითი მოვლენები (თუ ეს არსებობს) შეიძლება დაგიტოვოთ უკვე თავად ვირუსით დაავადებამ ანუ ვაქცინის ვისაც ეშინია, ლოგიკურად უფრო მეტად უნდა ეშინოდეს თავად ვირუსის. ვირუსს უფრო მძიმე შედეგების დატოვება შეუძლია ვიდრე ვაქცინას. ესაა მედიცინის აზრი და ნუ მოუსმენთ ზღაპრებს", - წერს დეკანოზი.

დეკანოზის პოსტს კომენტარებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:

ლაშა გოგსაძე, ქირურგი: "ნამდვილად ასეა. თანაც: "ბაიონტეკ-ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინები არის ვირუსის რნმ-ის ერთი პატარა სინთეზურად დამზადებული სეგმენტის საფუძველზე შექმნილი. აქედან გამომდინარე, მაგით დაინფიცირება არ ხდება. ორგანიზმი კი იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას. 1-2 კვირაში ხდება ამ სინთეზური ნაწილაკის დაშლა და გამოყოფა ორგანიზმიდან. მეორე აცრა 3-5 კვირის შემდეგ აძლიერებს იმუნიზაციის პროცესს და ერთ კვირაში ისიც გამოიყოფა ორგანიზმიდან. აქედან 1 კვირაში იმუნიზაციის პროცესი მთავრდება. ანუ პირველი აცრიდან 4-6 კვირის შემდეგ ორგანიზმში არ არის ანტიგენი და არის მყარი იმუნიტეტი. რა შეიძლება ამის საწინააღმდეგო ჰქონდეს ჭკუათმყოფელ ადამიანს? ჩემი და წინა თაობები მასიურად იცრებოდნენ კომუნისტების დროს. რაც შეეხება ფარულ "დაჩიპვას" (სამწუხაროდ, ისეთებისგანაც გავიგე, რომლებსაც უმაღლესი განათლებაც აქვთ და სხვადასხვა დონის ცოდნაც), ეს სარწმუნოებრივად ხომ აბსურდია, და პლიუს ამას პრაქტიკულად ბუნებაში ისეთი "ჩიპი" არ არსებობს, რომელსაც თხევად წამალთან ერთად შეუყვანენ ორგანიზმში და იქ რაღაც სამუშაოს შეასრულებს".

ნინა ნინაკა: "გეთანხმებით, მაგრამ მარტო ეს ვირუსი ხომ არ არის აცრაში, არის ბევრი სხვა რამეც შემადგენლობაში, მაგ ახლობელმა გაიკეთა და არჩევანი ქონდა ან "ფრაიზერი" ან "ოქსფორდი", ინგლისში, იქვე ქონდა შემადგენლობა, რომ "ოქსფორდი" შეიცავს მაიმუნის გენს, არავის მონაყოლს არ ვიმეორებ, გუშინ აიცრა მეგობარი და შესაბამისად აირჩია "ფრაიზერი", მაგრამ რა თქმა უნდა, "ფრაიზერსაც" და სხვა კომპანიასაც მარტო ვირუსით არ გცრიან ათასი დამატებითი კომპონენტი შედის, რომელთა გამოცდას დრო სჭირდება, ამის ეშინია ხალხს, მეც მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც უბრალოდ დაუტესტავი აცრის მეშინია, თუმცა კატეგურიოლი წინააღმდეგი მაინც არ ვარ და ვფიქრობ, ეს ერთი გამოსავალაია ამ ეტაპზე, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე რომ "მარტო ვირუსი შეყავთ მცირე რაოდენობით და რაღატო უნდა გვეშინოდეს თუ ისედაც დიდი რაოდენობით შეიძლება შეგვხვდეს ვირუსი".

"თინა ხიდაშელის მდგომარეობა ნელ- ნელა, სტაბილურად უმჯობესდება" - რას წერს დავით ბერძენიშვილი "ფეისბუქზე"

როგორ ულოცავენ დედის დღეს თავიანთ დედებს ცნობილი ქართველები - ფოტოები "ფეისბუქიდან"

როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა დედის დღე დედას?