მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგოური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში იყო ხანძარი.
ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამშველო ეკიპაჟის მობილიზება. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებიდა სამ სართულიანი შენობის პირველ სართლზე.

ერთ-ერთ პალატაში იყო ხუთი პაციენტი რომლებიც მეხანძრე მაშველებმა უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ მათთვის მკურბალობა გაეგრძელებინათ.გამოძახებიდან ნახევარ საათში ხანძარი ლიკვიდირებული იყო. შემეთხვევია შედეგად არავინ დაშავებულა" - ნათქვამია ინფორმაციაში.