ავტორი:

ილონ მასკის თქმით, ჰყავს მაიმუნი, რომელსაც თავში უსადენო იმპლანტი აქვს და ვიდეოთამაშებით ერთობა - "ის ბედნიერია"

ილონ მასკის თქმით, ჰყავს მაიმუნი, რომელსაც თავში უსადენო იმპლანტი აქვს და ვიდეოთამაშებით ერთობა - "ის ბედნიერია"

ილონ მასკის თქმით, მის ერთ-ერთ სტარტაპს Neuralink-ს, ჰყავს მაიმუნი, რომლის ტვინშიც მოთავსებულია სპეციალური მოწყობილობა, ციფრული იმპლანტი, რომელიც მაიმუნს ვიდეოთამაშებით დაკავების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

"ის ბედნიერი მაიმუნია“, - ამბობს უამრავი ფუტურისტული პროექტის ავტორი ილონ მასკი. მის იდეებს შორისაა სტარტაპი Neuralink-იც, რომელიც კომპიუტერული, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ციფრული ტვინის შექმნის მოდელზე მუშაობს. გამომგონებლის თქმითვე, ის მალე გაავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ თამაშობს მაიმუნი ამ ინტერფეისის გამოყენებით ვიდეოთამაშებს.

"ჩვენ გვყავს მაიმუნი, რომელსაც აქვს უსადენო იმპლანტი თავში, ის უკავშირდება ტვინს, რის შემდეგაც, ვიდეოთამაშების თამაში შეუძლია. თქვენ ვერ დიანახავთ, თუ სადაა იმპლანტი განთავსებული, ის არ ჩანს და ის არის ბედნიერი მაიმუნი. ჩვენ მაიმუნებისთვისთვის მსოფლიოში ყველაზე კარგი პირობები გვაქვს და გვსურს, რომ მალე მათ გონებას ისეთი შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ერთმანეთთან ინტელექტულური თამაში შეძლონ“, - ამბობს ილონ მასკი.

ის ასევე განმარტავს, რომ ტვინთან დაკავშირებული ტექნოლოგიის განვითარების მიზანია ტვინის, ასევე ზურგის ტვინის დაზიანებების დაძლევა. მასკის თქმით, იმპლანტის საშუალებით, ადამიანები დაკარგულ შესაძლებლობებს აღიდგენენ, თუმცა გამომგონებელმა იქვე დასძინა, რომ ჯერჯერობით ამ მოწყობილობის შედარებით პრიმიტიული ვერსიებია შექმნილი და ტექნოლოგიას კიდევ უფრო დახვეწა სჭირდება.

"წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. ის მუშაობს" - ისრაელში, ვაქცინაციის შედეგად, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში კოვიდით ინფიცირების შემთხვევები განახევრდა

ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით, ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს

აშშ-ის პერსონალური სანქციები პუტინს? - სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციებს ითვალისწინებს