ავტორი:

კორონავირუსის ბრიტანულმა ვარიანტმა კვლავ მუტაცია განიცადა - რა არის ცნობილი ვირუსის კიდევ ერთი ახალი ვერსიის შესახებ

კორონავირუსის ბრიტანულმა ვარიანტმა კვლავ მუტაცია განიცადა - რა არის ცნობილი ვირუსის კიდევ ერთი ახალი ვერსიის შესახებ

მეცნიერთა მტკიცებით, კორონავირუსის ე.წ. ბრიტანულმა ვარიანტმა კიდევ ერთი გენეტიკური ცვლილება, მუტაცია განიცადა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ყოველივე ზოგიერთ გენეტიკურ ნიმუშზე ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა.

ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვაქცინის ეფექტიანობაზე, წინასწარი ვარაუდი მაინც ოპტიმისტურია და იმედოვნებენ, რომ ვაქცინა კორონავირუსის ამ ვარიანტის მიმართაც ეფექტიანი იქნება.

ინფექციონისტები ამბობენ, რომ მოულოდნელი არ არის ახალი მუტირებული ვარიანტის გამოჩენა და რომ მსგავსი ცვლილებები კვლავ მოსალოდნელია, კვლავ უნდა ველოდოთ სხვადასხვა ვარიანტების გაჩენას.

ექიმები კი კვლავ საუბრობენ "ლოქდაუნის" წესების დაცვის აუცილებლობაზე იმისთვის, რომ პანდემია შეჩერდეს. "წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსი შეიძლება არა მხოლოდ გავრცელდეს, არამედ სხვადასხვა ვარიანტებად განვითარდეს“, - ამბობს ბრიტანელი ექიმი ჯულიან თენგი.

მეცნიერები ამ ეტაპზე იკვლევენ იქნება თუ არა ახალი ვარიანტის მიმართ კორონავირუსის საწინააღმდეგო უკვე არსებული ვაქცინები ეფექტური და ასევე კვლევის საგანია იმის გარკვევაც, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ის.

"წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. ის მუშაობს" - ისრაელში, ვაქცინაციის შედეგად, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში კოვიდით ინფიცირების შემთხვევები განახევრდა

ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით, ირანელ დიპლომატს ბელგიაში 20 წელი მიუსაჯეს

აშშ-ის პერსონალური სანქციები პუტინს? - სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირებისთვის სანქციებს ითვალისწინებს