ავტორი:

"მთელი ოპოზიცია ორ კაცს გვწყევლის - ჩვენზე მაგრები ხომ არიან?! მივიდნენ და გამოიხსნან ციხიდან რურუა, დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები, რას გადაგვეკიდნენ?!" - ელისაშვილი

"მთელი ოპოზიცია ორ კაცს გვწყევლის - ჩვენზე მაგრები ხომ არიან?! მივიდნენ და გამოიხსნან ციხიდან რურუა, დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები, რას გადაგვეკიდნენ?!" - ელისაშვილი

ყველგან ხუთ-ხუთი ოპოზიციონერი „მამაო ჩვენოსავით“ გვწყევლის და გვლანძღავს - ჩვენზე მაგრები ხომ არიან?! მივიდნენ და გამოიხსნან ციხიდან გიორგი რურუა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ორ კაცს კი არ უნდა “გადაეკიდოს”, არამედ თუ მათზე მაგრები არიან, რეალური ნაბიჯები უნდა გადადგან.

“ჩვენ კაი ხანია, ოპოზიციასთან ლაპარაკს თავი დავანებეთ. ასეც ვცადეთ, ისიც ვცადეთ, დიდ შეხვედრებზე დავდიოდით, პატარა შეხვედრებზე დავდიოდით, ელჩებთან ერთადაც დავდიოდით, ბოლოს საერთოდ გაგვებუტნენ, არ შეგხვდებითო გვეუბნებოდნენ. გაგვებუტნენ კი არადა, ორი თვეა სხედან და მთელი ოპოზიცია ორ კაცს გვწყევლის. ე, ბიჭო, გააკეთეთ თქვენც საქმე! მიიყვანეთ ის საკითხი ბოლომდე! დანიშნეთ რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ ვუშლით ხელს?! გადართავ რომელიმე არხზე და ყველგან ხუთ-ხუთი ოპოზიციონერი მამაო ჩვენოსავით გვწყევლის და გვლანძღავს.

სხვები ხომ არიან ჩვენზე მაგრები?! ორი თვეა გვლანძღავენ! ხომ არიან ჩვენზე მაგრები?! ჩვენ ხომ “ქართული ოცნებისგან” მოსყიდულები ვართ?! ჩვენ ეს გამოგვივიდა, რაც გამოგვივიდა... ჩვენზე მაგრები ხომ არიან?! მივიდნენ და მიაღწიონ ამას, გამოიხსნან ციხიდან გიორგი რურუა. დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები. ხომ არიან მაგრები?! ნიშნის მოგებით არ ვამბობ, თანაგრძნობით ვამბობ. მოეშვნენ ამ ჩვენს ლანძღვას, ამ ორ კაცს რას გადაგვეკიდნენ?!”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა - რას წერს ნატალი საბანაძე სოციალურ ქსელში

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავენ

"ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი" - გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს