ავტორი:

"რუსული ვაქცინა სუპერხარისხიანიც რომ იყოს, არ ვაპირებ რუსულად ავიცრა" - რას წერს ლაშა ბაქრაძე და რატომ აღარ ყიდულობს რუსულ პროდუქციას

"რუსული ვაქცინა სუპერხარისხიანიც რომ იყოს, არ ვაპირებ რუსულად ავიცრა" - რას წერს ლაშა ბაქრაძე და რატომ აღარ ყიდულობს რუსულ პროდუქციას

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალ The Lancent-ში რუსული ვაქცინის, Sputnik V-ს შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ზოგადად, რუსული პროდუქციის ყიდვასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას გვიზიარებს:

"გუშინ დიდი სიხარული იყო - ევროპა დაინტერესდა რუსული ვაქცინით, სამეცნიერო ჟურნალ "ლანცეტშიც" დიდი ქება დაიბეჭდაო და იგრძნობოდა კითხვა, ცოტა არ იყოს ნიშნის მოგებით: აბა ახლა რაღას იტყვით და რას მოიმოქმედებთო? მე პირადად, 2006 წლიდან, როცა რუსეთმა ემბარგო გამოუცხადა საქართველოს, რუსულ ნაწარმს აღარ ვყიდულობ (ყოველ შემთხვევაში შეგნებულად). ბევრს ეღიმებოდა მაშინაც და ახლა ხო ალბათ სიცილით შეიძლება ჩაბჟირდეს. განა, ამით რა უნდა დავუშავო ამხელა იმპერიას? არც არაფერი. მთელ ქვეყანასაც, რომ ჰქონდეს რაღაც სოლიდარობისა და პრინციპულობის გრძნობა, რომელსაც ღირსებასაც კი დავარქმევდი და არ ყიდულობდეს რუსულ პროდუქტს მაშინაც ვერაფერს დავუშავებდით - მაგრამ ფულს იმ ტყვიაში მაინც არ გადავიხდიდით, რომელიც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გვესროლონ. არც იმ მავთულხლართებში მინდა ჩავდო ჩემი კაპიკი, ჩემს ქვეყანაში, რომ მიდგავს ჩრდილოელი.

ასე რომ კითხვაზე - გავიკეთებ თუ არა რუსულ ვაქცინას, მთლად სუპერხარისხიანიც რომ იყოს, ჩემთვის პასუხი დიდი ხანია გაცემულია - როგორც ვეგეტარიანელი არ უნდა იტენიდეს წესით პირში სისხლიან ხორცს - ასე არ ვაპირებ რუსულად ავიცრა", - წერს ლაშა ბაქრაძე.

ცნობისთვის, საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალ The Lancent-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რუსულმა ვაქცინამ Sputnik V-მ კლინიკური ცდის საბოლოო ეტაპზე კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მეცნიერები, რომლებსაც „გამალეიას ინსტიტუტის“ მეცნიერი დენის ლოგუნოვი ხელმძღვანელობდა, განმარტავენ, რომ შედეგები 19 866 მოხალისეზე ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, რომელთა მეოთხედმა პლაცებო მიიღო. მოსკოვში კვლევის დაწყების შემდეგ იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ვაქცინა გაუკეთდათ, კორონავირუსით დაინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის კი, რომლებმაც პლაცებო მიიღეს - 62, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის ორი დოზა, ჩატარებული 21 დღის შუალედით, სიმპტომური კოვიდ-19 - ის წინააღმდეგ 91.6%-ით ეფექტურია.

კვლევაში მონაწილე მეცნიერთა განცხადებით, ვაქცინაზე ჩატარებული III ფაზის კვლევის შედეგები ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს პანდემიასთან საბრძოლველად კიდევ ერთი ეფექტური იარაღი გააჩნია.

"ვეხმაურები ჩემი მეუღლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს... გაუთვითცნობიერებულმა პირებმა მინდა იცოდეთ..." - რას წერს ნინო არაზაშვილი?

"ქმარი ოჯახის უფროსია... ჩემი ერთგულება და უდიდესი სიყვარული ცხოვრებაში - ეს ყველაფერი ჩემი მეუღლეა" - პარლამენტის თავმჯდომარის რუსი მეუღლის ემოციური პოსტები

"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე... ის მილებად გადააქციეს" - რა ფოტოებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"?