ავტორი:

"ნინის ოცნებაა, კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმები..." - 9 წლის გოგონას დედა შვილისთვის სმენის აპარატის შესაძენად დახმარებას ითხოვს

"ნინის ოცნებაა, კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმები..." - 9 წლის გოგონას დედა შვილისთვის სმენის აპარატის შესაძენად დახმარებას ითხოვს

ნინი შარიქაძე 9 წლისაა. დაბადებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული კვლევის შედეგად, ბავშვს მეოთხე ხარისხის სმენაჩლუნგობა დაუდგინდა. 4 წლის ასაკში გოგონას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა. ბავშვს კოხლეარული იმპლანტაცია დასჭირდა, რის შემდეგაც პატარამ გაიარა მეტყველების კურსები და საუბარი ისწავლა.

ნინის დედა, ლელა სოზაშვილი გვიყვება, რომ 2020 წელს ნინიმ თამაშის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც ბავშვს სპეციალური იმპლანტი და პროცესორი დაუზიანდა, რომელიც მის სმენას უზრუნველყოფდა. ნინის გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ექიმის დახმარებით ავსტრიის სახელმწიფომ ნინის იმპლანტის ღირებულება 10 ათასი ევროთი დააფინანსა, მაგრამ ბავშვს რომ სმენა აღუდგეს, კოხლეარული იმპლანტის პროცესორი - რონდო 2 ესაჭიროება, რომლის ღირებულებაც 8 ათასი ევრო.

ნინი შარიქაძე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობს და თელავის პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. ორგანიზაცია "მოვუსმინოთ სამყაროს" თანადგომით, თელავის მერიამ გოგონას რეაბილიტაციისთვის 10 ათასი ლარი ჩარიცხა, თუმცა ამ თანხის გამოყენების ვადა 2 მარტამდეა და ნინის დედას დღეები დარჩა, რომ შვილისთვის დანარჩენი თანხა, დაახლოებით 22 ათასი ლარი შეაგროვოს.

"ნინი ოცნებობს ძველებურად გაიგოს ხალხის, ბავშვების ხმა. მან აიტანა ყველა ის ტკივილი რასაც ოპერაცია ქვია, სწორედ იმის მოლოდინით, რომ მალე ყველაფერს გავიგებო... ნინის ოცნებაა, კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმები, კვლავ შეძლოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, კვლავ შეძლოს თანატოლებთან ურთიერთობა, ისაუბროს და ითამაშოს მათთან" - ამბობს ბავშვის დედა ლელა სოზაშვილი.

1 ლარიც კი მნიშვნელოვანია, რომ 9 წლის გოგონამ კვლავ შეძლოს სწავლა და საზოგადოებაში სრულფასოვანი თანაცხოვრება.

ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, თანხა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთ:

თიბისი ბანკი:

GE62TB7257245064300032

საქართველოს ბანკი:

GE22BG0000000162659132

მიმღები: ლელა სოზაშვილი (დედა)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 443 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

"გულისტკივილით მოგვმართა ვერის მოსახლეობამ..." - მერია აღადგენს ფერად პანოს, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსია დატანილი

"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება