ავტორი:

"დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და ვაქცინაცია დავიწყოთ, არანაირი ხინჯი არ იქნება - შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში" - ცერცვაძე

"დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და ვაქცინაცია დავიწყოთ, არანაირი ხინჯი არ იქნება - შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში" - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 რეგიონშია, 7 თბილისში და მათ შორის, ერთი ინფექციური საავადმყოფოა, სადაც ვაქცინის შესანახად საჭირო - 80 გრადუსიანი 2 მაცივარია განთავსებული.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაცია დღესვე რომ დაიწყოს, პროცესში ხინჯი არ იქნება.

"ჩვენი კლინიკა კოვიდის მართვაში პირველივე დღიდან არის ჩართული, ის არის ფლაგმანი, აქვს ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით და უმაღლეს დონეზე. ჯერ არ მინახავს ვაქცინის კოლოფი რამხელაა, მაგრამ ძალიან ბევრი კოლოფის შენახვა იქნება შესაძლებელი როგორც ჩვენი ცენტრის მაცივრებში, ასევე ლუგარის ლაბორატორიაში. ჩვენ შევინახავთ მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც ჩვენ დაგვჭირდება და ძირითადი მასა ლუგარში იქნება შენახული. რაც შეეხება ექიმებს, იმდენჯერ არიან გადამზადებული და ტრენირებული, ისე კარგად ფლობენ როგორც ვაქცინაციის პროცესს, ასევე ყველა შესაძლო გართულების მართვას, რომ დღესვე რომ შემოიტანოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია არანაირი ხინჯი არ იქნება. ის გართულებები, რაც „ფაიზერს“ ახასიათებს, ალერგიული, მძიმე ალერგიული, რასაც ანაფილაქცია ჰქვია, ამის მართვის უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს. 20 წელზე მეტია დირექტორი ვარ, გართულების შემთხვევები იყო, მაგრამ ერთი ლეტალური შემთხვევაც არ ყოფილა. უნდა ნახოთ, როგორი დონის სათავსოებია გამზადებული ვაქცინაციისთვის. მინახავს უცხოეთში, ტელევიზიითაც, იმ სეგმენტში, რომელიც ეხებოდა ჰეპატიტს, შიდსს და ახლა ეხება კოვიდს, არაფრით ჩვენი კლინკები არ ჩამორჩება უცხოეთის კლინიკებს, თუ არ უსწრებენ. ნახეთ როგორი სივრცეებია გამოყოფილი ვაქცინაციისთვის, იმ ხალხისთვის ვინც ელოდება და ვინც გაიკეთებს და ნახევარი საათი უნდა ელოდოს გართულება ექნება თუ არა. ერთი კორპუსი უკვე არის გამზადებული და კიდევ ერთი ასეთივე კორპუსი არის რეზერვში", - განაცხადა ცერცვაძემ.

რას ამბობს თბილისის ვიცე-მერი ვაკის პარკში სასტუმროს აშენების საკითხზე?

"ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლეც "გააჩერეს" და ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვარ..." - იუმორისტი ოჯახსა და ეკრანს მიღმა ცხოვრებაზე

"იმიჯის შელახვის ბრალდებას აყენებს სათამაშო ბიზნესი მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს თვითონ აყენებს ტრაგიკულ ზიანს" - რატომ უჩივლა "სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ" გიორგი ბახტურიძეს