ავტორი:

რატომ დატოვა "ჩუქუროვა" მთავარმა გმირმა - რეალური სასიყვარულო სამკუთხედი, თუ კარიერის გამო  გადადგმული ნაბიჯი: როგორია "ილმაზის" ცხოვრება კადრს მიღმა

რატომ დატოვა "ჩუქუროვა" მთავარმა გმირმა - რეალური სასიყვარულო სამკუთხედი, თუ კარიერის გამო  გადადგმული ნაბიჯი: როგორია "ილმაზის" ცხოვრება კადრს მიღმა

"ერთხელ ჩუქუროვაში“ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული და რეიტინგული თურქული სერიალია. თურქეთში სერიალების რეიტინგების შკალაზე ის უკვე თვეებია პირველობას არავის უთმობს.

აღნიშნული სერიალი დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც. ბევრისთვის ამოუხსნელია, თუ რატომ იპყრობს ის საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის ყურადღებას, თუმცა ფაქტი ერთია, ათასობით ადამიანი ყოველ დღე ინტერესით ელის ახალ ეპიზოდს და სასიყვარულო სამკუთხედის ამბის გაგრძელებას.

"ჩუქუროვას“ ფანების ნაწილი ახლა ძალიან დამწუხრებულნი და იმედგაცრუებულნი არიან, რადგანაც სერიალი ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, ილმაზმა დატოვა. ზოგიერთისთვის მის გარეშე სატელევიზიო შოუ წარმოუდგენელიც კია.

რეალურად კი საქმე ისაა, რომ ილმაზის როლის შემსრულებელს, მსახიობ უღურ გუნეშს კონტრაქტი ამოეწურა და მან თავად აღარ ისურვა სერიალში მონაწილეობის გაგრძელება. მისი სიკვდილი სცენარით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა რადგანაც გუნეშს წასვლა სურდა, სცენარისტებმა მისი გმირი სერიალიდან ასე - სიკვდილით გაიყვანეს.

მსახიობის გადაწყვეტილებას თურქულ ყვითელ პრესაში არაერთი სკანდალური გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთის აზრით, უღურ გუნეშს ურთიერთობა დაეძაბა სერიალის ერთ-ერთ ვარსკვლავთან, მსახიობ ქერემ ალიშიქთან, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობაშია ზულეიჰას როლის შემსრულებელთან. პრესაში წერენ, რომ დაძაბულობის მიზეზი რეალური სასიყვარულო სამკუთხედია. ყვითელი პრესის თანახმად, ილმაზს ჰილალ ანთილბილექი (ზულეიჰას როლის შემსრულებელი) რეალურ ცხოვრებაშიც მოსწონდა.

თავად მსახიობი ყოველივეს უარყოფს და ამბობს, რომ ეს მედიის მიერ შეთხზული ჭორია, სინამდვილე კი ისაა, რომ უბრალოდ აღარ სურდა წლების განმავლობაში ერთსა და იმავე პროექტში მონაწილეობა და რომ მის კარიერაში ახალი გამოწვევევის დრო დადგა. აღსანიშნავია, რომ უღურ გუნეშის მონაწილეობით თურქული სერიალების მოყვარულები მალე ახალ სატელევიზიო პროექტს ნახავენ. ის მონაწილეობას მიიღებს ახალ სერიალში სახელად "Kanunsuz Topraklar", რომელიც თურქული არხის, Fox-ის ეთერში გავა.

  • ცოტა რამ მსახიობის შესახებ

უღურ გუნეში 33 წლისაა. ის ანკარაში დაიბადა. ჰყავს ერთი ძმა და ერთი და. სამსახიობო კარიერაც ანკარაში, თეატრში დაიწყო. ის პროფესიით მსახიობია. თურქულ კინოინდუსტრიაში აქტიურად 2011 წელს ჩაერთო. მის ფილმოგრაფიაში რამდენიმე ფილმი და სერიალია, თუმცა "ერთხელ ჩუქუროვაში“ მისთვის მთავარი წარმატების მომტანი სერიალი აღმოჩნდა.

ამ სერიალმა გუნეშს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოუტანა პოპულარობა და ათასობით გულშემატკივარი შეჰმატა.

უღურ გუნეში მონაწილეობდა სერიალებში Diriliş: Ertuğrul, İsimsizler და სხვა. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მედიისთვის დადასტურებულად ცნობილია, რომ თურქ მომღერალ რეიჰან ჯანსუს ხვდებოდა, თუმცა წყვილის ურთიერთობა 1 წელი გაგრძელდა.

მსახიობი ამ ეტაპზე ცდილობს, პირადი ცხოვრების დეტალები მაქსიმალურად დამალოს და პრესასთან ამ თემაზე თითქმის არასდროს საუბრობს.

"ვამაყობ ნინუცას გამბედაობით... დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს" - რას წერს რეჟისორი დათა თავაძე

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს