ავტორი:

რას წერს თეა წულუკიანი "ფეისბუქზე", კარლ ჰარცელის საპასუხოდ - "ძლიერ ვისურვებდი მის მიღებას პარლამენტში..."

რას წერს თეა წულუკიანი "ფეისბუქზე", კარლ ჰარცელის საპასუხოდ - "ძლიერ ვისურვებდი მის მიღებას პარლამენტში..."

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კარლ ჰარცელმა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადებას „არაეთიკური“ უწოდა.

“ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

ცნობისთვის, კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა.

ამასთან ელჩის თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად თვლის.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე თეა წულუკიანმა პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

"ეს არის 7 ევროპარლამენტარის მიმართვა და ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია" - როგორ აფასებს გია ვოლსკი ევროპელების გზავნილს და რა საფასურზე საუბრობენ ექსპერტები

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

განცხადებას ხელს წამყვანი ევროპარლამენტარები აწერენ, გზავნილები საქართველოში სერიოზულად უნდა აღიქვან - კარლ ჰარცელი