ავტორი:

Covid-19-ის ახალი, სახიფათო მუტაცია ვაქცინის ეფექტიანობას ათჯერ ამცირებს - რას წერს BBC-ის რუსული ბიურო

Covid-19-ის ახალი, სახიფათო მუტაცია ვაქცინის ეფექტიანობას ათჯერ ამცირებს - რას წერს BBC-ის რუსული ბიურო

BBC-ის რუსული ბიურო წერს რომ, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის სახიფათო მუტაცია, რომელიც ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობას 10-ჯერ ამცირებს.

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერთა ცნობით, მუტაცია განიცადა ე.წ. ბრიტანულმა შტამმა და ამ დროისთვის ოფიციალურად აღწერილია სულ 11 შემთხვევა. მკვლევარები კორონავირუსის ამ სახეობას E484K-ს უწოდებენ. BioNTech/Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული ვაქცინა კონკრეტული მუტაციისადმი 10-ჯერ უფრო ნაკლებად ეფექტიანია.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა დაადასტურმა, რომ მუტაციის ეს სახეობა აღმოაჩინეს ბრისტოლსა და ლივერპულში, სადაც ახლა მოსახლეობის მასობრივად ტესტირება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ახალ მუტაციასთან დაკავშირებით კვლევები კვლავ გრძელდება. ჯერჯერობით მეცნიერებმა არ იციან თუ რამდენად გადამდებია და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის.

მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ვაქცინაციის პროგრამა ხელს შეუწყობს ინფიცირების მაჩვენებლის, ასევე ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებლის შემცირებას. მაშინაც კი, თუ ის არ იქნება დიდად ეფექტიანი ახალი მუტირებული ვარიანტის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 33.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 10.2%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 24 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 13.4 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

როგორც "ბლუმბერგი" წერს, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 3-3.5 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 55.8%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 33% და 15%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

"პეკინი პასუხს აგებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო!" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ერევანი რევანშზე ალაპარაკდა, ბაქო ყარაბაღში სომეხ სამხედროებს არ უშვებს - რა ვითარებაა ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ?

"სომხეთში მომხდარ მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია" - მედია