ორშაბათიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავაგრძლოთ შეზღუდვების შემსუბუქება. მსჯელობის შედეგად ორშაბათიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც, მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსები" - აღნიშნა გახარიამ.
პრემიერის თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება, იძლევა საშუალებას მიიღონ გადაწყვეტილება გარკვეული მიმართულებების შემსუბუქების თაობაზე. ამის ფარგლებში, 8 თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტისა და ბაზრობების ფუნქციონირები, სკოლები კი 15 თებერვლიდან განაახლებენ სწავლას.
აღსანიშნავია რომ, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.