ავტორი:

15 თებერვლიდან ბავშვები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას

15 თებერვლიდან ბავშვები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას

საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას თქმით, 15 თებერვლიდან ბავშვები სკოლებში, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას.

პრემიერის თქმით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება, იძლევა საშუალებას მიიღონ გადაწყვეტილება გარკვეული მიმართულებების შემსუბუქების თაობაზე. ამის ფარგლებში, 8 თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტისა და ბაზრობების ფუნქციონირები, სკოლები კი 15 თებერვლიდან განაახლებენ სწავლას.

"დღეს მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თამამად და ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, რომ წესები დავიცვათ.

15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გაგრძელებენ საკლასო ოთახებში სწავლას საქართველოს მასშტაბით - ეს გულისხმობს იმას, რომ თბილსში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია" - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

"იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას..." - ილია მეორე თემურ წიკლაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი

"კვლევაშია ერთი შემთხვევა, სადაც შესაძლებელია, იყოს რეინფიცირება, დანარჩენი შემთხვევების შედეგები უარყოფითია" - ამირან გამყრელიძე