ავტორი:

ავტომანქანაში შვილს ელოდებოდა, რა დროსაც ესროლეს - ფოთში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს

ავტომანქანაში შვილს ელოდებოდა, რა დროსაც ესროლეს - ფოთში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მამაკაცს ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლა მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ ავტომანქანაში შვილს ელოდებოდა, რა დროსაც ესროლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარუდო დამნაშავე საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, გორში "ნაცმოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ - დაზიანებულია ინვენტარი, დამტვრეულია მინები

"თუ საქართველოში ყველა ინსტანცია გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ძმა

"საზოგადოებას შეუქმენით განცდა, რომ მართლა მე მოვკალი გიორგი შაქარაშვილი" - როგორ მიმართა მორაგბე არჩილ გაგნიძემ პროკურორებს?