ავტორი:

ბათუმში, კერძო სკოლა "ევრო 2000"-ის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმში, კერძო სკოლა "ევრო 2000"-ის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმში, კერძო სკოლა "ევრო 2000"-ის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბათუმის რესურსცენტრის დირექტორის გოჩა დავითაძის განცხადებით, დაინფიცირების ფაქტი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა შეისწავლა.

"პედაგოგის ინფიცირების ფაქტი სკოლისთვის და ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი. სკოლა დაუკავშირდა აჭარის ჯანდაცვის ცენტრს. მოხდა ადგილზე სიტუაციის მოკვლევა და სკოლას მიეცა რეკომენდაცია, ჩვეულ რეჟიმში იმუშაონ, ვინაიდან, მასწავლებელი გადაადგილდებოდა პირბადით და მაქსიმალურად დაცული იყო წესები.

პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებს გოჩა დავითაძე.

ავარია გორის გვირაბთან - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ცოფის შემთხვევების გამო, სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა - რას ამბობენ ადგილობრივები

ქედაში ავტომობილი 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა