ავტორი:

"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც, სახელმწიფო მდივანმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოწია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს New START-ის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხზე და ხაზი გაუსვეს შეიარაღებაზე ახალი კონტროლის აუცილებლობას, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის სრული ბირთვული იარაღისა და ჩინეთიდან მზარდი საფრთხისკენ.

"სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებას, დაიცვას ამერიკის მოქალაქეები და მტკიცედ დადგეს შეერთებული შტატების ინტერესების დასაცავად, რუსეთის ქმედებებზე პასუხად, რომელიც ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს გვაზიანებს. ეს გულისხმობს პოლ უელანის და ტრევორ რიდის გათავისუფლებას, რათა მათ მიეცეთ შეერთებულ შტატებში, ოჯახთან შინ დაბრუნების საშუალება. სახელმწიფო მდივანმა სხვა საკითხებთან ერთად, წამოწია შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებზე რუსეთის ჩარევის, უკრაინასა და საქართველოში მისი სამხედრო აგრესიის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის და SolarWinds-ის ინდიცენტის საკითხები" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.