ავტორი:

"დამთავრდა დრო, როდესაც ამერიკა არ ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას" - ჯო ბაიდენი

"დამთავრდა დრო, როდესაც ამერიკა არ ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას" - ჯო ბაიდენი

ამერიკა დაბრუნდა, დიპლომატია დაბრუნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა ჩინეთისა და რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე ისაუბრა.

„დამთავრდა დრო, როდესაც ამერიკა არ ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას, ჩვენს არჩევნებში ჩარევას, კიბერშეტევას. რუსეთის მიერ საკუთარი მოქალაქეების მოწამვლას. ჩვენი ინტერესებისა და ხალხის დასაცავად უყოყმანოდ ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთი ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ალექსეი ნავალნი კორუფციის ფაქტების გამჟღავნების გამო გახდა სამიზნე. ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.

ჩინეთის შესახებ საუბრისას კი პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ დაუპირისპირდება პეკინის მიერ ”ეკონომიკური საკითხების ბოროტად გამოყენებას, მის ქმედებებს ადამიანის უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრებისა წინააღმდეგ.“

ამასთან, ჯო ბაიდენმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს გადატრიალების შეჩერებისგან მოუწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ წყვეტს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენში მიმდინარე სამხედრო კამპანიის მხარდაჭერას.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირების შესრულებას და აშშ-ში ყოველწლიურად მიღებული ლტოლვილების რაოდენობის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიმდინარე ფისკალური წლისთვის მისაღები ლტოლვილების ოდენობის ზღვარი 15 000-მდე შეამცირა, რაც, 1980 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბაიდენმა კი განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის პირველი ფისკალური წლისთვის ის ამ ზღვარს 125 000-მდე გაზრდის და მიმართავს სახელმწიფო დეპარტამენტს, კონგრესთან ამ საკითხზე იმუშაოს.

"ზაფხულის ბოლოს აღარ დაგვჭირდება "ლოქდაუნი" - BioNTech-ის  ხელმძღვანელი

"მფრინავი გემი 3“ - კიდევ ერთი "ჰაერში მოლივლივე" ტანკერი და შთამბეჭდავი მირაჟული სანახაობა ბრიტანეთში

საიდუმლო სასახლეები, თვითმფრინავების კოლექცია, ასობით ავტომობილი - როგორ ცხოვრობს ირანის იდუმალებით მოცული უზენაესი ლიდერი