ავტორი:

შეცდომით გამოქვეყნებულმა ქართული სკოლის ფოტოებმა ავსტრიელი საზოგადოება აღაშფოთა - ქართველი ოჯახის დეპორტაციის გარშემო სკანდალი გრძელდება

შეცდომით გამოქვეყნებულმა ქართული სკოლის ფოტოებმა ავსტრიელი საზოგადოება აღაშფოთა - ქართველი ოჯახის დეპორტაციის გარშემო სკანდალი გრძელდება

ავსტრიულ პრესაში გრძელდება დისკუსია და კომენტარები ქვეყნიდან ქართველი გოგონას - თინასა და მისი იჯახის საქართველოში დეპორტაციასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ავსტრიის მოსახლეობაში ამ ფაქტის ირგვლივ ორი თვალსაზრისი არსებობს: ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია, რომლის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე, თავიანთ ისტორიულ სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და საზოგადოების წარმომადგენლების პოზიცია, რომლის თანახმად, თუ ოჯახი უკვე ინტეგრირებულია ავსტრიულ საზოგადოებაში და დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება ქვეყანაში, მის მიმართ გარკვეული გამონაკლისები უნდა დაიშვას. თინას ოჯახი სწორედ ასეთ მიდგომას აკმაყოფილებდა - 12 წლის გოგონა ავსტრიაშია დაბადებული, იქ ცხოვრობდა და სწავლობდა, ჰყავს მეგობრები, თანაკლასელები, რომლებსაც თინა ძალიან უყვართ და აქციებით უჭერენ მხარს მის ავსტრიაში დაბრუნებას...

ავსტრიის გაზეთ "კურიერში" («Kurier») გამოქვეყნებულია ამ საკითხზე ადგილობრივი პრესის მასალების მიმოხილვა სათაურით "დეპორტაციის შემდეგ: საქართველოში სკოლა გარემონტებულია და არა დანგრეული". როგორც მასშია აღნიშნული, ბოლო დღეებში ავსტრიულ პრესაში იბეჭდებოდა თინას მხარდამჭერი მასალები, განსაკუთრებით აქტიურობდა მისი უფლებების დამცველი ადვოკატი ვილფრედ ემბახერი. მან იმ ქართული სკოლის ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელშიც თინას უნდა ესწავლა ავსტრიიდან დეპორტაციის შემდეგ. ფოტოზე აღბეჭდილია შენობა, რომელსაც სკოლას კი არა, უფრო მეტად რაღაც საწყობს ჰგავს - ცარიელი და ბათქაშაცვენილი კედლებით... რასაკვირველია, ასეთმა "სამხილმა“ ავსტრიულ საზოგადოებაში ემოციები გაამწვავა.

მაგრამ როგორც გაზეთი "სტანდარდი“ («Der Standard») წერს, გაირკვა, საქმე მთლად ისე არაა, როგორც ეს ადვოკატმა წარმოადგინა. ავსტიულმა ტელეკომპანიამ «Servus TV»-მ მოამზადა ვიდეორეპორტაჟი, რომლის თანახმად, თინას სოფელში თანამედროვე სკოლა არსებობს, ახალი შენობით, რომელიც გასულ წელს გარემონტდა და სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

განმარტება გააკეთა აგრეთვე საქართველოს ელჩმაც ავსტრიაში, რომელმაც შეშფოთება გამოხატა არასწორი ფაქტების გავრცელების გამო და თავისი ქვეყნის რეპუტაცია დაიცვა.

მართლაცდა, «Servus TV»-ის რეპორტაჟში სრულიად ნორმალური, დასავლური სტანდარტების შესაბამისი სკოლაა ნაჩვენები. გოგონას ოჯახმა უარი თქვა ჟურნალისტებთან ინტერვიუზე, თუმცა თინას ერთ-ერთმა მასწავლებელმა მაინც აღნიშნა, რომ მომავალი რამდენიმე თვე გოგონასათვის რთული იქნება. თინას ადვოკატმა ვილფრედ ემბახერმა ბოდიში მოიხადა მცდარი ფოტოსურათის გამოქვეყნების გამო. მან გაზეთ "სტანდარდს“ განუმარტა, რომ ფოტოსურათი მას თინას დედამ გადასცა გამოსაქვეყნებლად.

თუმცა, "სტანდარდში" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ადვოკატი მაინც მიიჩნევს, რომ მისი შეცდომა საქმის არსს, პრინციპში, არ ცვლის: ავსტრიის ხელისუფლებას ადრევე დეტალურად უნდა შეესწავლა სიტუაცია, საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა საზოგადოება, რომ აჟიოტაჟი არ მომხდარიყო. გარდა მისა, თინამ ქართულად წერა-კითხვა არ იცის... წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

სალომე ზურაბიშვილი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება - რას წერს პრეზიდენტი "ფეისბუქზე"?

"მეუფე იაკობი არის სახე საბჭოთა და პედარასტი პატრიარქისა" - პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსს პასუხობს

ცნობილი ხდება, რაზე იმსჯელეს და რა დაადგინეს მღვდელმთავრებმა სინოდის სხდომაზე - საპატრიარქო ოქმს აქვეყნებს